TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რამდენად ეფექტურია მეცადინეობისას მუსიკის მოსმენა?
02-07-2023
-
+


მუსიკის მოსმენა ადამიანებისთვის ხშირად განტვირთვისა და გარემოსამყაროსგან მოწყვეტის საშუალებაა, მაგრამ გსმენიათ რამე მეცადინეობისას მუსიკის დადებით როლზე? 

ამ საკითხზე არაერთი ექსპერტი და თავად მოსწავლეებიც საუბრობენ. ზოგიერთ მასწავლებელს შესაძლოა გაუკვირდეს, თუ როგორ ახერხებენ მეცადინეობას ის ბავშვები, რომლებიც თან ყურსასმენით მუსიკას უსმენენ, ისინი არ არიან დარწმუნებული, რომ ასე წაკითხულს აითვისებენ. თუმცა რეალობა სულ სხვაა, მუსიკა ადამიანებს სწავლაში ეხმარება. ამაში კი ის იგულისხმება, რომ ტვინის ორივე ნახევარსფერო აქტიურად მუშაობს, მოტივაცია იქმნება და საკითხზე ფოკუსირებაა შესაძლებელი. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას ერთ-ერთი უცხოელი ექსპერტი გვიზიარებს. ის წერს, რომ კვლევებმა აჩვენა, მუსიკა ადამიანის სხეულსა და ტვინზე დადებითად მოქმედებს. კერძოდ, მუსიკა ერთდროულად ააქტიურებს ტვინის როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ნახევარსფეროს. ორივე ნაწილის აქტიური მუშაობის შედეგად კი, მეხსიერება უმჯობესდება და სწავლა უფრო მარტივი და ეფექტური ხდება.

მეცადინეობისას მუსიკა კონკრეტულად შემდეგ ასპექტებში გვეხმარებს:

მუსიკა სტრესს ხსნის

მოსწავლეებს დატვირთული რეჟიმი აქვთ, ისინი ხშირად „გადაწვის“ ზღვარზე დგანან. ამ დროს, რაც მათ ეხმარებათ, მუსიკაა. ის განტვირთვის, დასვენების, სტრესის მოხსნის ეფექტური საშუალებაა. ადამიანები მუსიკას განწყობის მიხედვით არჩვენ, თუმცა რა ჟანრიც უნდა აარჩიოთ, ფაქტია, რომ ის ნამდვილად გეხმარებათ. გარდა ამისა, მუსიკა სწავლაზე კონცენტრირების საშუალებაცაა. მით უმეტეს, რომ შფოთვა და სტრესი შეიძლება მოსწავლის პროდუქტიულობაზე უარყოფითად აისახოს.

შეიძლება ითქვას, რომ ის ტვინს „ავარჯიშებს“

მუსიკის მოსქმენა ტვინისთვის შემეცნებითი ვარჯიშია, რომელიც მას მომავალი გამოწვევებისთვის ამზადებს. ამ დროს ადამიანი რაღაც კონკრეტულზე ფოკუსირდება, მასზე ფიქრობს და ენერგიასაც ხარჯავს. იმისთვის, რომ მსგავსი სავარჯიშო შეასრულოთ, საჭიროა მხოლოდ ყურსასმენი ან მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც მუსიკას ხმამაღლა მოუსმენთ.

მუსიკას მოტივაციის შექმნა შეუძლია

თუ დატვირთული ხართ და აღარ იცით, რა არის თქვენი მიზანი - ვერ იხსენებთ, რისთვის უნდა იბრძოლოთ, მაშინ ისეთ მუსიკას მოუსმინეთ, რაც მოტივაციას შეგძენთ. მაგალითად, სპორტსმენები თამაშების ან შეჯიბრის წინ ისეთ მუსიკას უსმენენ, რაც მათ ბრძოლისუნარიანობაზე აისახება.

ფოკუსირებაში გეხმარებათ

მოსწავლეებს მეცადინეობისას ყურადღება ხშირად ეფანტებათ. შეიძლება ზოგიერთი ადამიანისთვის გასაკვირი იყოს, თუმცა ფაქტია, რომ მუსიკის მოსემენა კონკრეტულ საკითხზე ფოკუსირებაში გვეხმარება. ასე გარესამყაროში არსებული ხმაური იბლოკება და ყურადღება მთლიანად შესასრულებელ სამუშაოზე გადადის.

მუსიკის მოსმენისას წაკითხული უკეთ გამახსოვრდებათ

შეიძლება ნასწავლი ფრაზები, ფორმულები ან მხატვრული ნაწარმოებები მაშინ გაგახსენდეთ, როდესაც იმ მუსიკაზე ფიქრს დაიწყებთ. ცნობილი ფაქტია, რომ ზოგი ადამიანი წაკითხულს რაიმე ცნებას უკავშირებს და ისე უკეთ იმახსოვრებს. ზოგადად, მუსიკა, მეხსიერება და ემოციები ერთმანეთს მჭიდროს უკავშირდება.
ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ არის უფრო ადვილი სიმღერის ტექსტის დამახსოვრება, ვიდრე, ვთქვათ, პერიოდული სისტემის? ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი ტვინი, ინფორმაციის უკეთ გასაგებად, შაბლონებს ეძებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება