სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში შოთა რუსთაველის სახელობის კაბინეტი გაიხსნა
08-06-2023
-
+


ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ქართული ენასა და ლიტერატურის კათედრა წარმატებულ საქმიანობას ეწევა. 

კათედრის ძალისხმევით, სკოლაში შოთა რუსთაველის სახელობის კაბინეტი საზეიმოდ გაიხსნა.

სკოლაში, მოსწავლეებმა - თამარ სანიკიანმა, ლევან მორალიშვილმა, ანა წიქარიშვილმა, მარიამ კინწურაშვილმა, ნინო მორალიშვილმა და მარიამ ბრეგაძემ, კომპოზიცია - „ჩვენი შოთა რუსთაველი“, წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა რუსთაველის პოემის უკვდავებაზე ისაუბრეს, „ვეფხისტყაოსნიდან“, სტროფები წაიკითხეს და გამოფინეს მათივე ხელით შესრულებული ილუსტრაციები და დიორამები, ასევე, სიძველის ეფექტით შექმნილი ანდერძი „ვეფხისტყაოსნიდან“.

ასევე მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობით, მიმდინარეობს „ვეფხისტყაოსნის“, სრული ტექსტის გადაწერა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების ბოლოს სასკოლო საზოგადოებამ სიმბოლური ხე, შოთა რუსთაველის გენიალური აფორიზმებით შეამკეს.

აღსანიშნავია, რომ რუსთველის კაბინეტის გახსნაში, საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ კვიცარიძეც მონაწილეობდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება