სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
08-06-2023
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-3ა კლასში, მათემატიკაში თემატური მატრიცა - ზომა და ზომის ერთეულები დაინერგა. საკვანძო კითხვა იყო -
რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ავტომობილის სწრაფი გადაადგილება?

მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება შეასრულეს, რომლის პირობაც შემდეგნაირი იყო: „გააბი 3-მერტრიანი სიგრძის თოკი ან 3- მეტრიანი სიგრძის საზომი ხელსაწყო და შენ მიერ დამზადებული მანქანით დაიწყე დაკვირვება, რამდენი მეტრი გაიარა ჰაერის ბუშტიანმა და პროპელერიანმა მანქანამ მოძრაობაში მოყვანიდან 5 წამში, 10 წამში, 15 წამში და ა.შ. ეს დამოკიდებულება აღწერე ცხრილში“.

მოსწავლეებმა გაზომვის შედეგად მიღებული სიდიდის, მოვლენის რაოდენობრივ მახასიათებლებსა და შესაბამის ერთეულებზე იმსჯელეს და გააანალიზეს. მათ გაიაზრეს, რომ გაზომვის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაშია სანდო, თუ გაზომვა სტანდარტული ერთეულებით და სტანდარტული ხელსაწყოებით ხორციელდება.

დავალებაზე მუშაობა საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატრეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება