| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლაში მაისისა და ივნისის თვეები მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
სკოლაში, ინგლისური ენის მასწავლებელმა, თამუნა შანავამ პროექტის - „დედამიწა ჩვენი სახლია“, პრეზენტაცია წარადგინა.
25 მაისს პირველი კლასის დამრიგებლის - თეონა მეგრელიშვილის თაოსნობით, პირველი კლასის დასრულებასთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო.
სკოლაში ასევე დიდი სიამაყითა და პატრიოტული სულისკვეთებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა, ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა, საქართველოს დროშები დაამზადეს, ასფალტზე ხატვაში შეჯიბრი მოაწყვეს და სამშობლოზე ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.
1 ივნისს კი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა - ირმა მეგრელიშვილმა მოსწავლეებთან მოაწყო შეხვედრა თემაზე - „ჩვენი უფლებები“.
სპორტის მასწავლებელმა, გიორგი გელაშვილმა კი, ბავშვებს კიდევ ერთი მხიარული დღე აჩუქა და მათთვის „მხიარული თამაშები“ გამართა, ბოლოს გამარჯვებულები სიმბოლურად დაჯილდოვდნენ.
იხილეთ სკოლაში:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა