სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა გერმანული ენის შთამბეჭდავი გაკვეთილი
08-06-2023
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული აქტივობები იმართება. 

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა, გერმანული ენის გაკვეთილზე, პედაგოგ თამარ ჩიხლაძე-გიგაშვილის ხელმძღვანელობით, ისაუბრეს, თუ რისი სიმბოლოა გული და საინდან მოდის მისი სიმბოლოდ ქცევის ისტორია.

გაკვთილის მიზანი იყო ზოგადად ცნება - „სიმბოლოს“ წარმომავლობის და შემდეგ გულის სიმბოლოდ ქცევის ისტორიის გაცნობა. მოსწავლეებმა ნაბიჯ-ნაბიჯ, ისტორიულ წყაროებზე (სანიფორმაციო ვიდეორგოლი გოეთეს ინსტიტუტის საბავშვო უნივერსიტეტის პორტალიდან) დაყრდნობით და საინტერესო აქტივობებით შეძლეს დაედგინათ, თუ რატომ იქცა წითელი გული სიყვარულის სიმბოლოდ და რა კავშირი აქვს მწვანე სუროს ფოთოლს სიყვარულის მარადიულობასთან.  

გაკვეთილს არა მარტო შემეცნებითი, არამედ ლექსიკური დანიშნულებაც ჰქონდა, ვინაიდან ბავშვებმა გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი. მოსწავლეებმა ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ, შეასრულეს დავალებები კომპუტერის დახმარებით, გოეთეს ინსტიტუტის საბავშვო უნივერსიტეტის პორტალზე.             

„ალბათ, ყველამ იცის, თუ რისი სიმბოლოა გული, მაგრამ საიდან მოდის გულის სიმბოლოს ისტორია, სწორედ ამ საკითხზე გაგვცეს პასუხი მოსწავლეებმა გერმანული ენის გაკვეთილზე. მსგავსი გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში ინფორმაციული ტექნოლოგიების, მედიაწიგნიერების, პასუხისმგებლობის, თანამშრობლობისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება