სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუხრანის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „ქართული ტრადიციები და თანამედროვეობა“ წარმატებით დასრულდა
08-06-2023
-
+


ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო პროექტები და აქტივობები ხორციელდება.

სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში პროექტი - „ქართული ტრადიციები და თანამედროვეობა“ მიმდინარეობდა, რომელიც წარმატებით დასრულდა.

პროექტში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრებმა განახორციელეს და მასში VII-X კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ უძველეს ქართულ ტრადიციებს გაეცნენ.

მათ ნახეს, ქართული ფილმები, სადაც ქართული ტრადიციებია წარმოდგენილი. შემდგომ კი ისინი განიხილეს.

„მოსწავლეებმა ასევე კედლის გაზეთი გამოსცეს. იმსჯელეს არსებობს თუ არა თანამედროვე პერიოდში იგივე ტრადიციები და რა ფორმით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაიაზრეს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობა. 

აღნიშნული დღის დასასრულს, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრების და მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით მოეწყო სასკოლო-სასწავლო პროექტის - „ქართული ტრადიციები და თანამედროვეობა“ - შემაჯამებელი პრეზენტაცია. მოსწავლეებმა ასევე თბილისის ეთნოგრაფიული და ხალხური საკრავების მუზეუმების დაათვალიერეს.

პროექტი მოსწავლეთათვის საინტერესო და ინფორმაციული იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება