სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რაქვთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სახალხო დღესასწაულის - „სელიმობა“ აღნიშვნას შეუერთდნენ
05-06-2023
-
+


თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან. 

ამჯერად, პედაგოგები, I-VI კლასის მოსწავლეებთან ერთად, სახალხო დღესასწაულზე - „სელიმობა“ იმყოფებოდნენ. 
ასევე, მათ გზად სოფელ თხილვანის ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, ეს დღე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით იყო დატვირთული, მოსწავლეები კუთხის ისტორიას გაეცნენ, მოისმინეს სამშობლოსათვის თავგანწირული გმირების ისტორიები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

„3 ივნისი, საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის ხსენების დღეა.
ჩვენი ქვეყნის იმ მძიმე პერიოდში, როცა ოსმალეთის მიერ საქართველოს დიდი ნაწილი დაპყრობილი იყო, სწორედ სელიმ ხიმშიაშვილი გახლდათ ერთ-ერთი იმ ღირსეულ მამულიშვილთაგანი, რომელიც შეურიგებელ წინააღმდეგობას უწევდა მტერს. სამშობლოსთვის ბრძოლა სელიმს სიცოცხლის ფასად დაუჯდა, მას 1815 წლის 3 ივნისს თავი მოჰკვეთეს.
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს იმ გმირების ხსოვნას, ვისი დიდი დამსახურებაც არის დღეს აჭარის ყოფნა საქართველოს საზღვრებში.
გილოცავთ „სელიმობის“ სახალხო დღესასწაულს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება