სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორმა - მიხეილ ბიბილაშვილმა მე-12 კლასელებს გამოსამშვიდობებელი ლექსი მიუძღვნა
05-06-2023
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

სკოლაში აღნიშნულ დღეს ღონისძიება მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა პედაგოგთა ღვაწლი გაიხსენეს, რომელთაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.

ბავშვებმა ასევე სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს, რამაც მათში სიხარული და სევდა ერთდროულად აღძრა.

პედაგოგებმა და დირექციამ კი ისინი სკოლიდან ემოციურად, სიყვარულით გააცილეს. მათ ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე ბევრი წარმატება უსურვეს.

დირექტორმა - მიხეილ ბიბილაშვილმა მეთორმეტეკლასელებს მისალოცი და გამოსამშვიდობებელი ლექსი მიუძღვნა.

„ზარი პირველი, ზარი უკანასკნელი

მოიქნია ფრთები დრომ

სწრაფი, უძლიერესი,

გველოდება წლები ხვალ

მერესი და მერესი.

ის წლები კი გავიდა

გრუხუნით და გრიალით,

ხან ფიფქებით თოვლისა

და ხან ზეცის გრიალით,

სულაც ღერძის გარშემო

დედამიწის ტრიალით,

სკოლის, რაც მთავარია,

ზარის რეკვა-წკრიალით.

წლები როგორ გაფრინდა,

საუკუნის დასელი,

ახლა გვქვია ამ სკოლის

მეთორმეტეკლასელი.

ნეტავ, ხვალ რა იქნება,

რა იქნება ანდა ზეგ,

ნეტავ, თუ გავამართლებთ

ქართველთ ლამაზ ანდაზებს?

კარგი შვილი დედ-მამის

თურმე გულის ვარდია,

დედ-მამას აგინებენ,

თუ შვილნი არ ვარგიან.

მწამს, პირველნი ვიქნებით,

თუმც გადის დრო ფრთამალი,

ზურგჩანთაში გვიწყვია

ცოდნის ტყვია-წამალი.

ახლა უნდა დავლაშქროთ

გზები, ჯერაც უვალი,

ხვალ ვიქნებით ჩიტივით,

ალბათ, თავისუფალი:

ბოლო წკრიალს ზარისას,

ოი, როგორ მოველით,

წარმატებით ამთავრებს

მეთორმეტეს ყოველი.

ცაში უნდა ვიფრინოთ,

არც ერთიც არ დავვარდით,

აგერ, როგორ გვიღიმის

ცის კრიალა ლაჟვარდი.

ჩვენია მთის მწვერვალი,

სივრცეები ჩვენია,

ყველა ერთად მივფრინავთ,

არვინ ჩამოგვრჩენია.

მაგრამ, ვაი, გაჩუმდით,

ვინ გვინისლავს სიხარულს,

ნეტავი, რა აღონებს,

იმ ბიჭს, თითქოს მხიარულს?

იმ გოგოს რა ატირებს?

ვითომ შვების ცრემლია?

ლაშა, რად არ იცინი,

რატომ ტირი, შენც, ლია?

დაშორება სკოლასთან,

ოჰ, რა ძნელი ყოფილა,

სული, გული, გონება

დღეს ორად გაყოფილა.

„ერთ  ნახევარს მზე უნდა,

ცაში განავარდება,

მეორეს კი სცოდნია

ასე გაავდარება.“

ჰე, რა ვუყოთ, ბავშვებო,

მოითხოვს დრო თავისას,

ალბათ, უკვე ისწავლეთ

ცნობა კარგის, ავისა.

მიილია ბავშვობა,

აგერ, როგორც მაისი,

ხვალ გერქმევათ დიდები,

გელოდებათ გაისი.

ფართო გზებით იარეთ,

ცა გფარავდეთ კრიალა,

და ის ზარიც გახსოვდეთ,

დღეს რომ დაიწკრიალა.

განდევნეთ სიზარმაცე -

წარმატების მპარველი,

ხედავთ, ციდან გიყურებთ

ღმერთი, თქვენი მფარველი!“, - წერს, დირექტორი - მიხეილ ბიბილაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საფეხურების მიხედვით საგნის დადასტურება სავალდებულო აღარ არის 

სპეცმასწავლებლის მომზადებისა და  სპეციალური განათლების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განახლებისთვის საჯარო განხილვა დაიწყო

მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს - დეტალები

თანხის ჩარიცხვა დღეს, 18:00 საათამდე შეგიძლიათ - დეტალები  

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება