სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
05-06-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.

აღნიშნული დღეს მასწავლებლებმა მოსწავლეებს სახალისო აქტივობები შესთავაზეს.

„მასწავლებლებმა ზღაპრის გმირებთან ერთად, ლამაზი, მრავალფეროვანი აქტივობებით გაახარეს პატარები და მიულოცეს ბავშვთა დაცვის დღე“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვები, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ და თავიანთი მომზადებული სიმღერები და ცეკვები წარადგინეს.

მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ამ დღეს, ასევე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც მათი შემოქმედებითი უნარები იყო წარმოჩენილი.

„ღონისძიების დასასრულს სენაკის სანაყინე - „თეთრი დათვის“ დირექტორმა - დავით გარუჩავამ საჩუქრად პატარებს ნაყინი გამოუგზავნა. გეჯეთის საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის სენაკის სანაყინეს „თეთრი დათვის“ დირექტორს პატარების ასე გახარებისთვის. აღსანიშნავია, რომ სკოლის მასწავლებლებმა არც ბაღის აღსაზრდელები დაივიწყეს. მოიწვიეს გასართობად და მათაც გადასცეს ნაყინები“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ სახალისო აქტივობებში მოსწავლეთა მშობლებიც ჩაერთნენ.

ღონისძიება საინტერესო და დასამახსორებელი იყო. მან იქ მყოფი თითოეული ადამიანი დადებითი ემოციებით დამუხტა.

„მასწავლებლებს დიდი მადლობა გადაუხადეს ლამაზი დღისთვის და უსურვეს ასეთი ბედნიერი და მხიარული დღეები უთვალი ჰქონოდეთ“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება