სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
05-06-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა ნინო ქავთარაძემ და ნინო სარდალაშვილმა წარჩინებით დაამთავრეს. 

2023 წლის კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლების კანდიდატები არიან.

წარჩინებული კურსდამთავრებულები - ნინო ქავთარაძე (ოქროს მედალი) და ნინო სარდალაშვილი (ვერცხლის მედალი) კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დააჯილდოვდა. 

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ცერემონია თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი ახალგაზრდები სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის დააჯილდოვა.

კახეთის წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონიაში გიორგი ალადაშვილთან ერთად, მონაწილეობდნენ და ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს აბბა ალავერდელმა, მიტროპოლიტმა დავითმა, ბოდებლმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელმა, შალვა ამონაშვილმა, პარლამენტის წევრებმა - ირაკლი ქადაგიშვილმა, დავით სონღულაშვილმა და მუნიციპალიტეტების მერებმა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, წახალისების მიზნით, კახეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოქროსმედალოსან და ვერცხლისმედალოსან ახალგაზრდებს ყოველწლიურად, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

დაჯილდოების ცერემონია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, გასულ წელს პირველად გაიმართა და ტრადიციულ ხასიათს ატარებს. გასულ წელს, რეგიონის მასშტაბით 448 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. 2023 წელს, წარჩინებულ მოსწავლეთა რიცხვი გასულ წელთან შედარებით გაიზარდა და მიმდინარე წელს, 500-მდე წარჩინებული მოსწავლე მიიღებს ჯილდოს.

დაჯილდოების რეგიონული მასშტაბის ღონისძიების მიზანს ახალგაზრდა თაობისთვის სწავლისადმი მოტივაციისა და სტიმულის ამაღლება, განათლებული ახალგაზარდა თაობის მიერ მიღწეული წარმატებული შედეგების პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ტრადიციულად გაიმართა ქუდების აყრის ცერემონია და ახალგაზრდების დაჯილდოების გრანდიოზული ღონისძიება „გუფი ლენდის“, კონცერტით დასრულდა.

დაჯილდოების ღონისძიებას საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელები და მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მხარდამჭერია - დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) „ვიზიტ კახეთი“.

„არხილოსკალოს საჯარო სკოლა და სკოლის დირექცია 2022-2023 სასწავლო წლის კურსდათამთავრებულებს გილოცავთ წარმატებით სკოლის დამთავრებას და გისურვებთ წინსვლას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება