სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლე თეკლა კვანჭიანმა მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწია
02-06-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლის პროფესონალი გუნდის მთავარი მიზანი რომ მომავალი თაობის განვითარება და მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემაა, ამაზე მოსწავლეთა წარმატებები მეტყველებს. 

ამჯერად, მე-6ბ კლასის მოსწავლე თეკლა კვანჭიანმა „ტელესკოლის“ მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და დიდ წარმატებას მიაღწია. საზეიმო დაჯილდოება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართა, სადაც რჩეულ სამეულს გამარჯვების მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

სკოლაში თეკლა კვანჭიანის მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 

„დიდი სიამაყით და სიხარულით ვულოცავთ თეკლა კვანჭიანს. სკოლის ადმინისტრაცია ამ გამარჯვებას ულოცავს თეკლას მათემატიკის მასწავლებელს ირმა წითაძეს. უსურვებს, სამომავლოდ მრავალი წარმატებული და მოსწავლე აღეზარდოს“,- ამბობენ სკოლაში. 
 
აღსანიშნავია, რომ მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა წელს მეორედ ჩატარდა. ამ ორი წლის განმავლობაში, მონაწილეობა
7 000-მდე მოსწავლემ მიიღო. წელსაც და შარშანაც ოლიმპიადა ციფრულ სივრცეში მიმდინარეობდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება