სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ასე უყვარდათ საქართველოში“ - შთამბეჭდავი ლიტერატურული საღამო ხუცუბნის საჯარო სკოლაში
02-06-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი საღამო - „ასე უყვარდათ საქართველოში“, გაიმართა.

სკოლაში, „მარადისობაში გადასული სიყვარულის ისტორიები“ - ამ თემატიკით მოეწყო საღამო, რომელიც  ქართული ენისა და ლიტერატურის შემოქმედებითი წრის „ანთებული კელაპტრის“ ინიციატივითა, მასწავლებელ ეთერ შაქარიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საღამოზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების - დიდი ექვთიმე თაყაიშვილის, ილია ჭავჭავაძის, მეფე ლაშა-გიორგის, ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა და სიმონ ჩიქოვანის სასიყვარულო თავგადასავლები. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები თითოეული პიროვნების ნამდვილ ამბებს საინტერესოდ და მიმზიდველად გადმოსცემდნენ, მოსწავლეებმა ასევე მათდამი მიძღვნილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.

დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს მოსწავლეებმა: ლანა თხილაიშვილმა, სალომე მჟავანაძემ, ნინო ანთაძემ, ლინდა ემირიძემ, ლიზი თხილაიშვილმა, ანანო ხელაძემ, ლიზი ჟიჟავაძემ, ლიზი ბლადაძემ, ერეკლე სურმანიძემ, მარი მოწყობილმა,  ანანო ემირიძემ, ავთო ჯინჭარაძემ, თათია მესხიძემ, ანუკი ემირიძემ, ნათია და მარიამ ესელიძეებმა, ლიზი ქათამაძემ, ნინია ჯინჭარაძემ, ლიზი მანელიშვილმა, ელენე  თხილაიშვილმა, ანანო მჟავანაძემ, ბაია მეგრელიძემ და ელენე ხინიკაძემ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, წარმოდგენილმა საღამომ ერთი ლამაზი ისტორია ჩაწერა ხუცუბნის სკოლის ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება