| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება - „მზიური ქვეყნიდან სითბო და სიკეთე მოგვიტანია“, მოეწყო.
ღონისძიება პედაგოგ იამზე წულუკიძის ხელმძღვანელობითა და 1-ელია კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ერთი წლის ნამუშევარი წარუდგინეს და ერთ საათში ჩაატიეს თავიანთი სათქმელი: სიყვარულზე, მეგობრობაზე, სკოლაზე, დედაენაზე, ჰუმანიზმსა და ქვეყანაზე.
მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ ამ ერთ წელში ერთმანეთი შეიძინეს და საყვარელი დამრიგებლის წყალობით ერთი ოჯახი გახდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დღის ბოლოს აღიარეს, რომ ბედნიერები არიან საქართველოს სიყვარულით და ჩვენს ქვეყანაში დაბადებით. საყვარელ ქვეყანას, ქალაქს და სკოლას კი კარგი სწავლა აღუთქვეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებმაც დადებითად შეაფასეს დღევანდელი დღე და თბილი სიტყვებით დაასაჩუქრეს პირველკლასელები.
„ჩვენმა ცუგრუმელა გოგო-ბიჭებმა დარბაზში დამსწრე საზოგადოებას მართლაც სითბო და სიყვარული მოუტანეს და შექებაც დაიმსახურეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა