| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება - „ანბანთან გამოთხოვება“, გაიმართა.
ღონისძიებაში, Iა და Iბ კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა,ზოგადად მიმოიხილეს ანბანის წარმოშობა და განვითარების ეტაპები, მათ ყურადღება გაამახვილეს „დედაენაზე“ და მის მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მოსწავლეებმა მუსიკითა და ცეკვით გააფორმეს, რამაც დღე კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. ღონისძიების თემატიკის შესაბამისი იყო დეკორაციული მორთულობაც და სცენის გაფორმებაც.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს წახალისების მიზნით სიგელები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მასწავლებლები დირექციის წარმომადგენლები და მშობლები ესწრებოდნენ.
კლასების დამრიგებლები: ნატო თურმანიძე და დიდარი კონცელიძე გახლავთ.
„საოცარად მხიარული და ბეჯითი პატარები! წარმატებები და ბედნიერი მომავალი მათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
„ეს თქვენი პირველი ნაბიჯებია სამყაროში მწვანე გარემოს შესაქმნელად“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა