TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის დირექტორს და მეცნიერ-თანამშრომელს უმასპინძლეს
24-05-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში, საქართველოს ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის დირექტორი - ციცინო მაღლაფერიძე და მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი - ეკატერინე ნინუაშვილი იმყოფებოდნენ.

მათ, სკოლის ლიტერატურულ სივრცეში საგანმანათლებლო პროგრამა - „საიდუმლო ბარათები“ წარადგინეს.

„სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოს უახლესი ისტორიის იმ პერიოდზე, როდესაც საბჭოთა იმპერიამ 1956 წლის 9 მარტს დახვრიტა ქართველი დემონსტრანტები და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელმაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი არალეგალური ორგანიზაციების წარმოშობა განაპირობა. ასეთი ორგანიზაცია გახლდათ სტუდენტების  ჩამოყალიბებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჯგუფი „გორგასლიანის“ სახელწოდებით. ამ ჯგუფში გაერთიანებული იყვნენ ქართველი პატრიოტები: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გურამ დოჩანაშვილი, ჯონდო მეტრეველი, ვლადიმერ სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა და სხვები... საბჭოთა უშიშროების სამსახურებმა აღმოაჩინეს ეს ჯგუფი და დააპატიმრეს მათი წევრები, რომელთაც სასამართლომ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს, რაც შემდგომში პირობითი სასჯელით შეუცვალეს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მათმა „იატაკქვეშეთში“ განაგრძეს ბრძოლა და ერთმანეთთან კომუნიკაციისათვის დაშიფრულ, საიდუმლო ბარათებს წერდნენ ერთმანეთს“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრამ მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია და შესაბამისად შეკითხვებიც მრავლად დაისვა, რაზეც სტუმრებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

მოსწავლეებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

აღნიშნულ დღეს ხელოვნების სკოლა-პანსიონის ვაჟთა სიმღერის ანსამბლმა, რომლის ხელმძღვანელი იონა ხუციშვილია ხალხური სიმღერა „შავლეგო“  შეასრულა.

მე - 9 კლასის მოსწავლემ დავით ჩხაიძემ კი თინათინ მღვდლიაშვილის ლექსი „ქართველები შეარიგე მერაბ“ წაიკითხა.

„შეხვედრის დასასრულს გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ქალბატონ ციცინოს და ქალბატონ ეკატერინეს საინტერესო პროექტის წარმოდგენისთვის და იმედი გამოთქვა, რომ გიმნაზიისა და მუზეუმის მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გიმნაზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი - ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი, მეთოდური მუშაობის ხელმძღვანელი - მაყვალა ანთაძე, ხარისხის სამსახურის მენეჯერი - მარინა გოგოლაძე, ხელოვნების სკოლა-პანსიონის სახელოვნებო მიმართულების კოორდინატორი - თამილა ფოლადიშვილი  და საცხოვრებელი კამპუსის კოორდინატორი - ნინო ცეცხლაძე.

დღე ინფორმაციული საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება