| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N37 საჯარო სკოლა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევაში (TIMSS) მონაწილეობისთვის შეირჩა.
სკოლაში კვლევაში მონაწილეობა ახარებთ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კვლევა საშუალებას იძლევა, ზუსტად შეფასდეს ქვეყნის მოსწავლეთა პროგრესი მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში, ასევე დადგინდეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს მათ მიღწევებს ამ მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ სკოლიდან კვლევაში მონაწილეობდნენ: მე-4ბ კლასი, დამრიგებელ ლიანა კაკიტაძის ხელმძღვანელობით, მე-8ა კლასი დამრიგებლის ინესა დარახველიძის ხელმძღვანელობითა და მე-8გ კლასი დამრიგებელ ნონა ლობჯანიძის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებთან ერთად, კვლევაში მე- 4 კლასის მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი მონაწილეობდნენ.
დაგეგმილი კვლევა წელს სრულიად ონლაინ ჩატარდა და მოსწავლეებმა ტესტებიც ონლაინ დაწერეს.
„მადლობას ვუხდით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს კვლევაში შერჩევისა და თანამშრომლობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა