| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრში მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის ქალთა გუნდი „თეთრიწყაროს-ლეგენდა“ ფეხბურთში საჩხერეს გუნდ „ქარიშხალას“ ეჯიბრებოდა.
მე-2 ლიგის ქალთა ფეხბურთის მორიგ შეჯიბრებას თეთრიწყაროს გარისის სტადიონი მასპინძლობდა.
თამაში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, თეთრიწყაროს-ლეგენდას გამარჯვებით ანგარიშით: 8 -1-ით დასრულდა.
აღნიშნული გამარჯვება „თეთრიწყაროს-ლეგენდა“ მეკარეს მანანა ისკანდაროვას მიეძღვნა.
მან, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ერთ-ერთ შეჯიბრში ხელი იღრძო, რის გამოც ამჯერად, ვერ ითამაშა.
მოსწავლეებმა პლაკატიც კი გააკეთეს წარწერით - „მანანასთვის“
„მიზანი მიღწეულია! ვულოცავ გოგონებს ამ გამარჯვებას და მომავალ წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებ! ბრძოლას და მონდომებას ყოველთვის აქვს აზრი, მე მჯერა თქვენი და თქვენი გამარჯვების“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა