| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზაზა სულაბერიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო გაკვეთილები და აქტივობები ტარდება. სკოლაში ასევე აქტიურად ფუნქციონირებს მათემატიკის კლუბი „ლაბირინთი“, რომლის წევრები შეხვედრებს აწყობენ.
ამჯერად, სკოლაში მათემატიკის კლუბ „ლაბირინთის“ მორიგი შეხვედრა გაიმართა.
კლუბის ხელმძღვანელები ლალი პატარაია და მარინა ტიშჩენკო არიან.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს მოსწავლეები პრეზენტაციას თემაზე - „მონაცემთა შეგროვება და ანალიზი“ გაეცნენ.
მათ მონაცემთა შეგროვების და წარმოდგენის ხერხებზე იმსჯელეს.
ისინი ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი და დავალებები მონდომებით შეასრულეს.
„მოიყვანეს მაგალითები პირადი გამოცდილებიდან. ჯგუფებში შეასრულეს მოცემული დავალებები, რომლებიც წარმოადგინეს ცხრილის, სვეტოვანი დიაგრამის, პიქტოგრამისა და წრიული დიაგრამის მეშვეობით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა