TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გეომეტრიული ფიგურები და თანამედროვეობა“- ხაშურის N2 სკოლის პედაგოგმა, ნუნუ ვანიშვილმა და მისმა მოსწავლეებმა გაკვეთილი მათემატიკურ დღესასწაულად აქციეს
23-05-2023
-
+


დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში მათემატიკის გაკვეთილზე, პედაგოგ ნუნუ ვანიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა კრეატიული პროექტი - „გეომეტრიული ფიგურები და თანამედროვეობა“ განახორციელეს.

„ჩემი საუკეთესო კლასის წარმატებები - მათ გაკვეთილი მათემატიკის ზეიმად აქციეს“, - აღნიშნავს კლასის დამრიგებელი, მაია არსენაძე.

მოსწავლეებმა გაკვეთილზე წარადგინეს სხვადასხვა ფორმის მოედნები, დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული ცოდნის გამოყენებით, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სწავლის მაღალი ხარისხი აჩვენეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.

„მათ, ასევე განივითარეს თანამშრომლობითი კულტურისა და აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციების წარდგენის უნარი. მადლობა ნუნუ მასწავლებელს იმისათვის, რომ ჩემს მერვეკლასელებს ეხალისებათ და უყვართ მათემატიკა. მადლობა ჩემს ნიჭიერ მოსწავლეებსა და მათ მოტივირებულ მშობლებს ჩართულობისთვის, მადლობა სკოლის დირექციას უმაღლესი შეფასებისთვის. მიყვარხართ და მეიმედებით!“, - აღნიშნავს მასწავლებელი, მაია არსენაძე.

მსგავსი პროექტები და აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება