TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხენიშის საჯარო სკოლის მოსწავლე თეიმურაზ შენგელიამ, მუზეუმის კვირეულის ფარგლებში გამართულ კონკურსში საპრიზო ადგილი დაიმსახურა
23-05-2023
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძებაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლა მუზეუმების საერთაშორისო დღესთთან დაკავშირებით, ნიკო ნიკოლაძის საგვარეულო მამულში კომპლექსურად დაგეგმილ კულტურულ–საგანმანათლებლო სახის ღონისძიებებს შეუერთდა.

ხალხმრავალი და საინტერესო სანახაობა მუზეუმში ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილი კონკურსის - ,,ჩემი კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში, შექმნილი 50–მდე ნამუშევარი, მუნიციპალიტეტის 20–მა სკოლამ წარადგინა.

ჩხენიშის საჯარო სკოლაში სიამაყით აღნიშნავენ, რომ მე-3 ადგილის მფლობელი მათი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თეიმურაზ შენგელია გახდა.

გამარჯვებული მოსწავლეები მერიისგან „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

„ვულოცავთ თეიმურაზს დამსახურებულ ჯილდოს და მომავალშიც ვუსურვებთ წარმატებას. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ხელოვნების პედაგოგს, ეკატერინე დათაშვილს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც ყოველთვის არის ახალგაზრდული პროექტების და ინიციატივების მხარდამჭერი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება