TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საგვაზავოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
23-05-2023
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად მიმდინარეობს, იმართება სხვადასხვა აქტივობა თუ ღონისძიება, მოსწავლე-მასწავლებლები აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს.

„არავინ და არაფერია დავიწყებული“- ამ სიტყვებით სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა, რასთან დაკავშირებითაც ლექცია-სემინარი თემაზე - „სამამულო ომი“ ჩატარდა. მომხსენებელი რამინ ჯალაღონია იყო. 

მოსწავლეებმა ყვავილებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა აბაშის მემორიალი შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ისინი სტუმრად ომის ვეტერანს, დამსახურებულ პედაგოგს - 101 წლის  დავით კაჭარავას ეწვივნენ.

გარდა ამისა, ასევე ყვავილებით შეამკეს ნორიოს თემის ბიბლიოთეკაში არსებული მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის დაფა, სადაც სოფელ საგვაზავოს ომის ვეტერანები არიან გამოსახულნი.

დღის ბოლოს კი, სკოლის სკვერში, დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, ყვავილები დარგეს. მოსწავლეებს შორენა კუჭუხიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება