TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხანდოს საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
23-05-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში კურსადმათავრებულთა საზეიმო გაცილება მოეწყო. 

მეთორმეტეკლასელებმა, 12-წლიანი სწავლების საუკეთესო მოგონებები პედაგოგებთან ერთად გაიხსენეს, ერთმანეთს სკოლის დასრულება მიულოცეს და კეთილი სურვილები სიმბოლურად, თეთრ მაისურებზე მიაწერეს. 

აღსანიშნავია, რომ ეს დღე ისევე, როგორც მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისთვისაც ამაღელვებელი და ემოციებით დატვირთული იყო. 

სკოლაში, კურსდამთავრებულებს მიულოცეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და უამრავი წარმატება უსურვეს. 

„გავაცილეთ ჩვენი ბავშვები, XII კლასი, ძალიან გულდასაწყვეტია ეს ფაქტი ჩვენთვის, ამავე დროს სასიხარულო. სკოლის დრო საუკეთესოა ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ეს მხოლოდ ადამიანებს ესმით ბევრად გვიან, ვიდრე მათი „ბოლო ზარი“ რეკავს.

ბავშვებისა და მშობლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არის სკოლის დამთავრება! ისინი ამისთვის ფრთხილად ემზადებიან, ირჩევენ კოსტიუმებს, სადღესასწაულო ადგილს, აფორმებენ სკოლას ბუშტებითა და ყვავილებით.

რაც მთავარია, კურსდამთავრებულები, ისინი უნდა იყვნენ ძალიან ბედნიერები. გვჯერა, რომ საუკეთესო მომავალი გელით წინ. სკოლის დატოვება სამწუხაროა, მაგრამ იწყება ახალი საინტერესო და ზრდასრული ცხოვრება! გილოცავთ და წარმატებები!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება