TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი დმანისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დასრულებას ღონისძიება მიუძღვნეს
23-05-2023
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი წარმატებით დაასრულეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა პირველკლასელთა ანბანთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება სახელწოდებით - „წუთისოფლის  სტუმრები ვართ, ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება, დედაენით დაიწყო და დედაენით  დამთავრდება“.

ზეიმი კლასის დამრიგებლის - მაია მთვარაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.  ღონისძიება მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა. მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, განასახიერეს ნაწარმოების - „ფუტკრები საშოვარზე“ პერსონაჟები.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-6 (კლასის დამრიგებელი  თეონა ჯინჭარაშვილი) და მე-5 კლასის (კლასის  დამრიგებელი  ნანი  ჭყონიძე) მოსწავლეები.

მათ შეასრულეს ქართული ეროვნული და თანამედროვე ცეკვები და სიმღერები ფანდურზე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება