სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N5 საჯარო სკოლაში „სამოქალაქო განათლების ტური“ მოეწყო 
23-05-2023
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და შეხვედრები იმართება. მოსწავლეები ასევე, სხვადასხვა აქტივობასა და პროგრამაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მედიაცენტრ კახეთის ორგანიზებით,  „სამოქალაქო განათლების ტური“ მოეწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, „მედია ტურის“ შეხვედრა სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა - მარინა უშვერიძემ გახსნა.

შეხვედრას უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი, სამოქალაქო განათლების კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელი - ზეინაბ კაკალაშვილი.

ღონისძიებაზე სამოქალაქო განათლების კლუბის - „ახალი სიცოცხლე“ და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა წარმოადგინეს სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მოსწავლეთა შექმნილი ვებსაიტის პრეზენტაცია.

„ღონისძიებაზე ასევე გაიმართა მოსწავლეთა თეატრალური წარმოდგენა, რომელიც შემდგომ სტუმრების ჩართულობით საინტერესო დისკუსიით დასრულდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ, სამოქალაქო განათლების პროგრამის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და PH international -ის წარმომადგენლები: მარინა უშვერიძე, ბერდია ნაცვლიშვილი, ელენე ჩხეიძე, თამუნა ფრუიძე და თიკო ბაქრაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი მარი ჩიქობავა, მასწავლებელთა სახლის დირექტორი - ბერიკა შუკაკიძე, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგებლები.

„დიდი მადლობა საუკეთესო მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ზეინაბ კაკალაშვილს გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში მოსწავლეთა სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ჩართულობას, მათ მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება