| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
2023 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. მეთორმეტეკლასელები პედაგოგებს საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ. მათ მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს გზა დაულოცეს და ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
„კიდევ ერთმა ულამაზესმა და ნიჭიერმა თაობამ დაამთავრა და გულწრფელი სურვილებით დაემშვიდობა ბოგვის საჯარო სკოლას. უცებ გაირბინა ფერადი ბავშვობის თორმეტმა წელმა. გილოცავთ ახალგაზრდებო წინ ბევრი მღელვარებითა და წარმატებით სავსე ცხოვრების გზა გელოდებათ. ასახელეთ სკოლა, თქვენი ოჯახები და სამშობლო. მიაღწიეთ ყველა დასახულ მიზანს. საუკეთესო სურვილებით ბოგვის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი