სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N5 საჯარო სკოლის კომპიუტერულ კლასში, STEM მიმართულებით, მასტერკლასი გაიმართა
23-05-2023
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობა იმართება. 

ამჯერად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის N5 საჯარო სკოლის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, თელავის N5 საჯარო სკოლის კომპიუტერულ კლასში, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებისათვის მასტერკლასი STEM მიმართულებით თემაზე - „ვირტუალურიდან რეალურ მოდელებამდე - ARDUINO ტექნოლოგია“, ჩატარდა.

მასტერკლასი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა  ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ამავდროულად, ამავე სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა და STEM მენტორმა მარიამ ზაქარიაშვილმა წარადგინა.

მასტერკლასს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი დარეჯან მარგალიტაშვილი, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები - დირექტორი - ლია ლეშკაშელი, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში - ნათია თათულიშვილი და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, მარიამ ზაქარიაშვილმა მასტერკლასი ნაბიჯ-ნაბიჯ, შემდეგ ეტაპებად წარმართა:

  • პირველ ეტაპზე - ესაუბრა ხელოვნური ინტელექტის, ელექტრონიკის, პროგრამირების და მათ ბაზაზე შექმნილი „ჭკვიანი“ მოწყობილობების აქტუალობაზე;
  • მეორე ეტაპზე - გააცნო www.tinkercad.com ონლაინ გარემოს ინტერფეისი, უჩვენა ონლაინ გარემოში ვირტუალური ელექტრონული მოდელის აგების, შესაბამისი ვიზუალური ბლოკური პროგრამირების გამოყენებით პროგრამის შექმნის პროცესი, რაც უზრუნველყოფდა ელექტრონული მოდელის ავტომატურ ქმედებას. განახორციელა ვირტუალური მოდელის სიმულაცია;
  • მესამე ეტაპზე - მოახდინა ვირტუალური ელექტრონული მოდელის რეალურად აგება შესაბამისი მოწყობილობების დახმარებით;
  • მეოთხე ეტაპზე - განახორციელა ინტეგრაცია, კომპიუტერიდან ARDUINO მიკროკონტროლერზე პროგრამის ატვირთვა, გამართვა; პრაქტიკულად რეალური შედეგის მიღება, რაც თავსებადი იყო ვირტუალურ გარემოში წინასწარ დაგეგმილ და მიღებულ შედეგებთან.
„მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მასტერკლასის პროცესში. მათ თავადაც ააგეს ანალოგიური ვირტუალური მოდელი და წარმოადგინეს მოდელის მართვის პროგრამა შესაბამისი ბლოკებით. მასწავლებელთან ერთად, მუშაობდნენ რეალური სქემის შექმნაზე.
მასტერკლასი მოსწავლეებისათვის და დამსწრე სტუმრებისათვის საინტერესო აღმოჩნდა.
დამსწრე სტუმრებმა დადებითად შეაფასეს მასტერკლასი. აღინიშნა, რომ „ციფრულ საუკუნეში“ ხელოვნურ ინტელექტის ფლობა, მართვა აუცილებელი განათლებაა. დასკვნის სახით, გამოითქვა მოსაზრება, კვლავაც გაგრძელდეს ასეთი მასტერკლასების ჩატარება უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის საფუძველზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება