| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
ბავშვებმა თეთრ მაისურებზე ერთმანეთს საინტერესო ნახატები და კეთილი სურვილები დაუტოვეს.
მოსწავლეებმა ეს დღე დღესასწაულად აქციეს. მათ საინტერესო ღონისძიება გამართეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
ღონისძიებაზე ბავშვებმა მუსიკალური ნომრები - სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს, სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს და ასევე მასწავლებელთა ამაგიც აღნიშნეს.
დღე ემოციური იყო როგორც მოსწავლეთათვის, ასევე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა და ცხოვრების ახალ ეტაპზე ბევრი წარმატება უსურვა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა