| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.
მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს და ბევრი წარმატება უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ ასევე ამავე დღეს სკოლის დაარსებიდან 71-ე წლისთავი აღინიშნა, რამაც ეს დღესასწაული კიდევ უფრო გრანდიოზული გახადა.
სკოლაში ამ დღეს თან ახლდა ბევრი ემოცია - სევდა, სიხარული, ბედნიერება. ბევრი საინტერესო და სახალისო აქტივობა ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ.
მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მთელმა სასკოლო საზოგადობამ დიდი სიყვარულით მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ ძევრის საჯარო სკოლა 17 მოსწავლემ დაამთავრა აქედან 7 მედლის კანდიდატია: 6 ოქროს, 1 კი - ვერცხლის.
„ჩვენს ქვეყანას დიდებული ახალგაზრდობა შეემატა“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე.
დირექტორმა მეთორმეტეკლასელებს გზა დაულოცა და ცხოვრებაში წინსვლა და წარმატება უსურვა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა