| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიაში „ბოლო ზარი“ ემოციურ და საზეიმო ვითარებაში დაირეკა.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება მოაწყვეს, სადაც სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს.
მათ პედაგოგების ამაგიც არ დატოვეს აღნიშვნის გარეშე, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით მათ განათლებაში.
ბავშვებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს. მათთვის „ბოლო ზარის“ დღე როგორც სიხარულის მომგვრელი, ასევე სევდიანიც იყო.
სასკოლო საზოგადობამ მეთორმეტეკლასელები საზეიმოდ და დიდი სიყვარულით გააცილა და ცხოვრების ახალ ეტაპზე ბევრი წარმატება უსურვა.
„გზას დაგილოცავთ, ჩვენო ძვირფასებო. გაშალეთ ფრთები და იარეთ წარმატებით. თქვენი სიყვარული ჩვენს სკოლას მრავალი ათეული წელი გაათბობს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა