TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რა არის მრავალფეროვნება და ბიომრავალფეროვნება?“ - თეთრიწყაროს N1 სკოლის ბუნებისმოყვარულთა კლუბის წევრები საინტერესო შეხვედრაში მონაწილეობდნენ 
22-05-2023
-
+


თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის ბუნებისმოყვარულთა კლუბი აქტიურად ფუნქციონირებს. 

მათ სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული აქტივობები მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების 17 მიზნის მიმართ ცნობიერების ამაღლებას და გარემოში მიმდინარე პროცესებში პასუხისმგებლობის გაცნობიერებას.

ამჯერად, ბუნებისმოყვარულთა კლუბის წევრმა II-VI კლასის მოსწავლეები ერთ-ერთ შეხვედრაში - რა არის მრავალფეროვნება და ბიომრავალფეროვნება? მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მიზნი ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება იყო. როგორც სკოლაში ამბობენ, ამ აქტივობას კავშირი აქვს მდგრადი განვითარების მე-15 მიზანთან - დედამიწის ეკოსისტემები - ხმელეთის ეკოსისტემის დაცვა, აღდგენა და ხელშეწყობა, ტყის მდგრადი მართვა, გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა‐გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დანაკარგების შეჩერება.

მოსწავლეებმა შეხვედრაზე, პრეზენტაციის საშუალებით, ინფორმაცია ბიომრავალფეროვნების შესახებ მიიღეს, ისაუბრეს მისი მოფრთხილების აუცილებლობისა და დაცვის მექანიზმებზე, განიხილეს სიტუაციური მაგალითები, ნახეს ფილმი ამაზონის ტყის შესახებ და შეავსეს - „ვიცი, გავიგე, მინდა მეტი ვიცოდე“ სქემა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ჯგუფებში იმუშავეს, შექმნეს ტყის დიორამა, საბოლოო პროდუქტის პრეზენტაცია და მიღებული შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს.

„21-ე საუკუნეში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაა. ეს მიზნები ეხება ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ პრობლემებს - სიღარიბეს, უთანასწორობას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და სამართლიანობას, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ საკითხებს. მდგრადი განვითარების 17 მიზნის მიღწევა გრძელვადიანი პროცესია და მასში თითოეული ადამიანის ჩართულობას მოითხოვს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება