სიახლეები
სიახლეები

„ჩვენი ბანკეტი 3-დღიანი იყო“... - სკოლის დირექტორები საკუთარ „ბოლო ზარის“ იხსენებენ
17-05-2023
-
+


საქართველოში, 19 მაისს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლაში ბოლო ზარი დაირეკება. ამ დღისთვის ისინი განსაკუთრებულად ემზადებიან, მაისურებზე ნახატები გადააქვთ, ღონისძიებას გეგმავენ და დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ, ფაქტობრივად, პირველ ნაბიჯებს დგამენ. 

მათი ნაწილი გამოსაშვებ საღამოსაც აწყობს, რომლისთვისაც არანაკლებ ემზადებიან, მთელი წლის განმავლობაში ფიქრობენ თემატიკაზე, იმაზე, თუ რა ჩაიცვან, როგორი ფოტოები გადაიღონ და სად აღნიშნონ... „ბოლო ზარი“ - ემოციებით დატვირთული დღეა პედაგოგებისა და დირექციისთვისაც - ისინი საყვარელ მოსწავლეებს ემშვიდობებიან, თუმცა საინტერესოა, თავად დირექტორებს როგორი „ბოლო ზარი“ ჰქონდათ წლების წინ? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-მ რამდენიმე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს მიმართა: 


ეთერ ნადირაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

ბოლო ზარზე სპეციალურად შეკერილი ფორმა გვეცვა - გოგოებს თეთრი წინსაფრები გვქონდა. სწორედ მათზე გვაწერდნენ სურვილებს მასწავლებლები და მოსწავლეები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საზეიმო ვითარებაში მიმდინარეობდა. იყო ღონისძიება, კონცერტი, პაროდიები. ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება, ის წინსაფარი დღესაც შენახული მაქვს და ბავშვებს ვაჩვენებ ხოლმე. სკოლის დამთავრება ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. წინსაფარზე კი იმას ვახატავდით, რაც მაშინ სიახლე იყო, მაგალითად კონკრეტულ ლოგოებს, ემბლემებს და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ გამოსაშვები საღამო ე.წ. ბანკეტი 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. სუფრას ოჯახში ვაკეთებდით ხოლმე.

სალომე მაყაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლის დირექტორი:

სამწუხაროდ, თავად მე, ოჯახური გარემოებებიდან გამომდინარე, ბოლო ზარზე არ ვყოფილვარ. ზოგადად კი, ყველას ბოლო ზარის ღონისძიებაში ვმონაწილეობდი. ჩემთვის სკოლასთან დამშვიდობება ძალიან ემოციური იყო, რადგან პირველივე კლასიდან ძალიან მიყვარდა. ცუდად მოხდა, რომ საკუთარ ბოლო ზარს ვერ დავესწარი და არავითარი მოგონება არ მაქვს. ჩემი აზრით, ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია და ამიტომ, გრანდიოზულად და საინტერესოდ უნდა აღინიშნოს. ახლანდელი და მაშინდელი ბოლო ზარები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ახლა მოსწავლეებს უფრო საინტერესო აქტივობები აქვთ, სკოლიდან გადიან. ჩემს დროს კი სკოლის ტერიტორიაზე მასშტაბური ღონისძიება ეწყობოდა, რაც ცეკვებით, სიმღერებით, სკეტჩებით იყო დატვირთული. ახლა ამ ყველაფერმა ცოტა სხვა ფორმატი მიიღო, დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება.

თეონა ადეიშვილი, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი ბოლო ზარი 90-იან წლებში იყო, შესაბამისად, ისეთი მრავალფეროვნება არ გვქონდა, როგორიც ახლაა. ღონისძიება უფრო ერთფეროვანი იყო, თუმცა ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ვიმხიარულეთ. დღეს ბევრად უფრო მეტი საშუალებაა იმისთვის, რომ ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად აქციონ, ამაში კი მათ ხელი არავინ უნდა შეუშალოს. სკოლას ხომ ერთხელ ვამთავრებთ და დამოუკიდებელ ცხოვრებას ვიწყებთ. სამწუხაროდ, ჩვენ ბანკეტი არ გვქონია, ბოლო ზარის მერე იყო სუფრა.

არკადი მანუჩარიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

თავიდან უნდა ვთქვა, რომ ჩვენს სკოლაში ბოლო ზარი არ არის, რადგან 9-კლასიანია. ჩემი ბოლო ზარიც ისეთივე იყო, როგორიც ახლაა. ერთმანეთს სურვილებს მაისურებზე ვაწერდით. საზეიმო ღონისძიება არ გვქონია, უბრალოდ კლასელები, მშობლები და მასწავლებლები შევიკრიბეთ და გავათენეთ - დილამდე ერთად ვიყავით. გვქონდა გამოსაშვები საღამოც, შეიძლება ითქვას, რომ სკოლის დამთავრება დასამახსოვრებლად აღვნიშნეთ.

ვაჟა ტყეშელაშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, სკოლის დამთავრებას განსაკუთრებულად აღვნიშნავდით, ეს ეტაპი ყველა ადამიანის ცხოვრებაში გამორჩეულია. შეიძლება ითქვას, დღევანდელისგან განსხვავებული აქტივობები ეწყობოდა. ჩვენც ვიცვამდით თეთრ მაისურებს და ერთმანეთს სურვილებს ვაწერდით. გვქონდა ბანკეტიც. რასაკვირველია, სკოლის დამთავრება ძალიან მიხაროდა.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება