სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჩატარდება თუ არა საბოლოო გამოცდები სკოლებში - რამდენი ხნით ადრე უნდა გააფრთხილოთ მოსწავლეები 
17-05-2023
-
+


საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ნაწილი წლიური გამოცდებისთვის ემზადება. მართალია, სკოლის დამამთავრებელი გამოცდები სამინისტროს ინიციატივით აღარ ტარდება, და საატესტატო გამოცდები უწყებამ ჯერ კიდევ 2019 წელს გააუქმა, მაგრამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ ინდივიდუალურად, საკუთარი შეხედულებისამებრ ჩაატარონ ტესტირება მოსწავლეებისთვის.

შესაძლოა, წლიური გამოცდის ქულამ მოსწავლეთა წლიური შეფასებაც შეცვალოს. ამიტომ მოსწავლეები გამოცდებთან დაკავშირებით ღელავენ.

შეუძლია თუ არა სკოლას წლიური გამოცდის მოულოდნელად დანიშვნა? რამდენი ხნით ადრე უნდა გააფრთხილოს დირექციამ მოსწავლეები, თუ წლის ბოლოს გამოცდის ჩატარება იგეგმება?

წლიური გამოცდა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე. იმ შემთხვევაში თუ სკოლა საგნის წლიური გამოცდის დანიშვნას გადაწყვეტს, დირექციამ სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა განსაზღვროს, რომელ კლასებში და რომელ საგნებში ჩატარდება გამოცდები და მიღებულ ქულას ექნება თუ არა გავლენა საგნის წლიურ ქულაზე. შესაბამისად, მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასაწყისშივე უნდა იცოდნენ, წლის ბოლოს მათი ცოდნა გამოცდით შემოწმდება თუ არა.

ცნობისთვის, სკოლას უფლება აქვს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში კლასს დაუნიშნოს გამოცდა არაუმეტეს ორ საგანში. წლიური გამოცდის დანიშვნის შესახებ კი ასახული უნდა იყოს სასკოლო სასწავლო გეგმაში.

როგორი ფორმით უნდა ტარდებოდეს წლიური გამოცდები?

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, თუ სკოლა ჩაატარებს წლიურ გამოცდას, იგი ვალდებულია გამოცდაზე შემაჯამებელი დავალების მსგავსი კომპლექსური კონტექსტის მქონე დავალებები შესთავაზოს მოსწავლეებს. დაუშვებელია წლიურ გამოცდაზე არჩევითპასუხიანი ტესტების შეთავაზება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება