| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საკითხში ცოდნის გაღრმავებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოები მათ საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-5, მე-6 და მე-8 კლასების მოსწავლეებთან ერთად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნინო სოლომონიძემ ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი პროექტ - გაკვეთილი ჩაატარა.
მოსწავლეემა თემატური ნახატები და პლაკატები შექმნეს, რომელთა მეშვეობითაც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, 9 მაისის მნიშვნელობა წარმოადგინეს.
მათ ასევე საინტერესო ჩანახატები შექმნეს და ცოდნა წამროაჩინეს. აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა