| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღეა. წელს ეს მნიშვნელოვანი თარიღი უკვე მეოთხედ აღინიშნა და მასწავლებლის პროფესიის, მისი განსაკუთრებული მისიისა და საზოგადოებაში პედაგოგის როლის დაფასებას მიეძღვნა.
ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა მორიგი ღონისძიება - „მასწავლებლის ეროვნული დღე“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეოთხე და მეხუთე კლასების მოსწავლეები. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს ლამაზი სანახაობა, რომელმაც არაერთი საზეიმო ნომერი გააერთიანა.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები, იგავ-არაკები, ანდაზები, გამოცანები, აღნიშნეს პედაგოგის პროფესიის როლი და მათი ღვაწლი თაობების აღზრდა-განათლებაში.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მშობლიური ენის მასწავლებელმა, ვარდიტერ გრაბსკაიამ.
იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მშობლიური ენის მასწავლებელმა, ვარდიტერ გრაბსკაიამ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა