| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილია, ჯანსაღი ცხოვრების წესი კი - წახალისებული. შედეგად, მოტივირებული მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში და წარმატებაც სახეზეა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებით, 28-29 ოქტომბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ჩატარდა, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპი 3x3 კალათბურთში (გოგონათა და ვაჟთა კატეგორიებში).
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი მოიპოვა.
მოსწავლეთა სპორტის პედაგოგი ზვიად ქობალია გახლავთ.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და გოგონებს ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლა ულოცავს გოგონათა გუნდს და მათ პედაგოგს ზვიად ქობალიას პირველ ადგილზე გასვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
სკოლაში მადლობას უხდიან კურსდამთავრებულებს სტუმრობისა და ძვირფასი საჩუქრისთვის
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა