სიახლეები


„მადლობა, მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვისთვის“ - Izrune.ge-ს ვარსკვლავთცვენა სასტუმრო „ბილტმორში“
07-05-2023
-
+


სასტუმრო „ბილტმორში“ ერთგული იზრუნელებისთვის ნამდვილი ცოდნის ზეიმია. 

მომავალი თაობების უწყვეტ განათლებაზე მზრუნველმა საგანმანათლებლო პორტალმა Izrune.ge-ს ინდივიდუალური პაკეტის მოსწავლეებს საშუალება მისცა ნიჭი და შესაძლებლობები კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ და შემოქმედება თანატოლებსა და მათ ყველაზე დიდ გულშემატკივარს Izrune.ge-ს გაუზიარონ. 

სცენაზე ერთმანეთს გამომსვლელები ენაცვლებიან, ბავშვებს მომზადებული აქვთ სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი.

მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს პროექტის შემქმნელს, განათლების პირად მენეჯერებსა და ყველა იმ ადამიანს ვინც მათ წარმატებას უჭერს მხარს. 

პირველი გამომსვლელი თბილისის N18 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე მარიამ წულაიაა. მოსწავლისთვის ღონისძიებაში მონაწილეობა ნამდვილი დღესასწაული და დაუვიწყარი შესაძლებლობაა.



მისი თქმით, როგორც ძირძველმა მეგრელმა ღონისძიებაზე წარმტაც ქალაქზე - მარტვილზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას საინტერესო ინფორმაცია გაუზიარა. 

„დღეს, პირველი გამომსვლელი ვიყავი და ძალიან მიხარია. ამისთვის დიდი მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მთლიან გუნდს. პირველობა საპასუხისმგებლო იყო, ცოტა ვინერვიულე. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო იყო ის თემა, რაზეც ვისაუბრე. izrune.ge-ს ტესტებს ყოველთვის ხალისით ვასრულებ. ძალიან მომწონს სააზროვნო ტესტები“,- ამბობს მარიამი.

აზრი გამოთქვეს მოსწავლეთა მშობლებმაც, რომელთაც ახარებთ, რომ izrune.ge მათ შვილებს წარმატებისკენ სვლაში ეხმარება და სკოლას, მოსწავლესა და მშობელს ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს. 

„ჩემი შვილი, რასაც აკეთებს, ძალიან თავისუფლად და თამამად გამოხატავს. მადლობელი ვარ izrune.ge-ს, რადგან ბავშვს მისცა სითამამე, ასწავლა დროის სწორად გამოყენება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ბატონი გოჩას თამადობით, ქალბატონ მანანასა და ჩვენს უსაყვარლეს პირად მენეჯერ ელენეს. ასეთი პროექტი ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ“,- ამბობს მარიამის დედა მადონა გოროზია.

საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზირებს დუისის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე სუმაია დუიშვილი.



„ყოველ ხუთშაბათს, ისევე, როგორც თვის ბოლოს Izrune.ge-ს ტესტებს ვასრულებ. რაც Izrune.ge-ს შემოვუერთდი მაღალი შდეგი მივიღე. მადლობა ყველას, განსაკუთრებით, კი ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, ვინც ეს პროექტი შექმნა. ყველას წარმატებას ვუსურვებ. სცენაზე გამოსვლისას კი არ ვინერვიულე, არამედ თავდაჯერებული და ცოტა აღელვებული ვიყავი. ყველაფერი ძალიან მომეწონა და ამ დღისთვის დიდ მადლობას გიხდით“,- გვეუბნება სუმაია.

ღონისძიებაზე შემოქმედებითი ნომრით წარდგა ბებნისის საჯარო სკოლის დირექტორის - ჯუნა ცხოვრებაძის პირველკლასელი ვაჟი - დავით ბრეგვაძე. 

სკოლის ხელმძღვანელის თქმით, შვილთან და მოსწავლეებთან ერთად აქტიურად არის ჩართული პორტალში. 

„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებობს Izrune.ge, გოჩა ტყეშელაშვილი და მისი შემოქმედებითი გუნდი. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საგანმანათლებლო პორტალისთვის და მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვისთვის. ასევე, მინდა მადლობა მოგახსენოთ ჩემი შვილის - დავით ბრეგვაძის სახელით, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. Izrune.ge ყოველთვის ძალიან საინტერესო ტესტებს გვთავაზობს, ჩემს შვილს სიბრძნის ხუთშაბათი და ზოგადად, სიბრძნის კონა განსაკუთრებით მოსწონს. მოსწავლეები ყოველ ხუთშაბათს ელოდებიან, შემოთავაზებულ მასალას ამზადებენ. ჩემი შვილი პირველ კლასშია, რამდენიმე თვეა, რაც ჩართულები ვართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ჩვენს პირად მენეჯერ ელენეს - ის არაჩვეულებრივი, ყურადღებიანი ადამიანია. ვისურვებდი, რომ მისნაირი ახალგაზრდები ბევრი იყვნენ. უნდა აღვნიშნო, რომ „იზრუნეში“ ჩემი სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“,- აღნიშნავს დირექტორი. 

ღონისძიება გრძელდება და დამსწრე საზოგადოებას არაერთ საინტერესო ნომერსა და საგანმანათლებლო აქტივობას შესთავაზებს. 

იხილეთ ასევე - ცოდნის დიდი დღესასწაული - Izrune.ge ერთგულ იზრუნელებს შთამბეჭდავი ღონისძიებით მასპინძლობს 

 

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

 Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“დაჯილდოება მიმდინარეობს

საგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებითი უფლებები განესაზღვრათ - ცვლილებები კანონში

ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის - სემესტრული ჩათვლა და განმავითარებელი შეფასება

მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა დაასაჩუქრა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება