სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცოდნის დიდი დღესასწაული - Izrune.ge ერთგულ იზრუნელებს შთამბეჭდავი ღონისძიებით მასპინძლობს 
07-05-2023
-
+


სასტუმრო „ბილტმორში“ izrune.ge-ს ვარსკვლავებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და გულშემატკივრებისთვის შთამბეჭდავი ღონისძიება იმართება. 

საზეიმო ღონისძიება საქართველოს ეროვნული ინტელექტ - ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge - ს ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გახსნა და ერთგულ იზრუნელებსა და მათ მშობლებს სიტყვით მიმართა.  

„დრო და დიდი რესურსი მომავალ თაობაში უნდა ჩავდოთ. თქვენს შვილებში ვხედავ იმას, რაც ამ ქვეყანას წარმატებული მომავლისკენ წაიყვანს. ბავშვებსა და ახალგაზრდებს ყოველთვის​ სითამამისკენ მოვუწოდებ. სითამამის, მაგრამ არა სითავხედისკენ. მიმაჩნია, მომავალი თაობა ჩვენზე უკეთესი უნდა იყოს. სითამამე ორ რამეს უნდა დაეყრდნოს - ცოდნასა და განათლებას, შემდეგ უკვე მოდის - გვარიშვილობა, ჯიში და გენი. უნდა მოვიდეს განათლებული თაობა, ჩვენ კი ერთმანეთის წარმატებით გულიანად გავიხაროთ“, - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა და განათლებული თაობის ჩამოყალიბებაში Izrune.ge-ს როლსა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

„რა მოაქვს izrune.ge-ს​? პირველი, რისკენაც მინდა გიბიძგოთ, ეს არის აზროვნება. ეს არის ყველაზე დიდი ინსტრუმენტი, რაც ადამიანს აქვს. იაზროვნეთ სწორად და ყველაფერი, რაც ხელს შეგიშლით მტრად ჩათვალეთ. აზროვნების შემდეგ წინ წამოსწიეთ მეტყველება. ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გადაცემა. მესამე არის სითამამე, ზოგჯერ ბედნიერება ჯიბეში გაქვს და არ გყოფნის სითამამე, რომ რაღაც გააკეთო“,- დასძინა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის ავტორმა და გააჟღერა სამი დიდი ინსტრუმენტი  - „აზროვნება, მეტყველება და მოქალაქეობრივი სითამამე“, რომლებსაც izrune.ge ახალგაზრდებს აძლევს. 

ღონისძიება მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. Izrune.ge-ს ინდივიდუალური პაკეტის მოსწავლეებს, საშუალება ექნებათ, ჩაერთონ საგანმანათლებლო აქტივობებში, გაეცნონ izrune.ge-ს სიახლეებსა და გეგმებს, ასევე წარმოადგინონ შემოქმედებითი ნომრები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება