სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის გარდა შეუძლია მასწავლებლისთვის სტატუსის ამაღლების მოთხოვნით მიმართოს სპეციალურ კომისიას - განმარტება
07-05-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარამა განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების მქონე პედაგოგებს უკვე მიანიჭა სტატუსები, რომელსაც პედაგოგები რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდნენ.

etaloni.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბრიდან სტატუსზე წარდგენილი იყო დაახლოებით 1300 მასწავლებელი. მინისტრმა, განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის 600-მდე მასწავლებელს მიანიჭა სტატუსი.

მინისტრმა განსაკუთრებული ღვაწლისთვის სტატუსი 600-მდე პედაგოგს მიანიჭა - გადაწყვეტილებას 1300-მდე მასწავლებელი ელოდა

გაცნობებთ, თუ ვის აქვს უფლება პედაგოგი განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის სტატუსის ამაღლების მიზნით სპეციალურ კომისიას წარუდგინოს.

მასწავლებლისთვის, სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, კომისიისთვის მიმართვის უფლება აქვს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც პედაგოგი ასწავლის; ასევე განათლების სფეროში მოქმედ იურიდიულ პირს ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ვალდებულნი არიან დაასაბუთონ, თუ რა განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილება ან დამსახურება აქვს მასწავლებლებს ზოგად განათლებაში.

სკოლის მიერ მიმართვის წარდგენის შემთხვევაში, დირექტორი ვალდებულია წარმოადგინოს პედაგოგიურ საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები, წარმოდგენილი მასწავლებლის კანდიდატურის შესახებ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება