სიახლეები
სიახლეები

„ჩვენი სურვილი რეალობად იქცა“ - თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეების მაკეტის საფუძველზე სკვერი მოეწყობა
28-04-2023
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლაში განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი, სწორედ ეს განსაზღვრავს იმ წარმატებებს, რასაც მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში აღწევენ. 

დანერგილია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, სრულდება კომპლექსური დავალებებიც. მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ მე-9 კლასის მოსწავლეების შემუშავებული მაკეტის საფუძველზე სამგორის რაიონში სკვერი მოეწყობა.

მოსწავლეებმა მაკეტი, გასული სასწავლი წლის ბოლოს, მათემატიკის კომპლექსური დავალების ფარგლებში, მოამზადეს. მათ მასწავლებელმა ლალი სურმავამ გეომეტრიული ფიგურების ფორმების გამოყენებით, სკვერის მოწყობა დაავალა. მოსწავლეებმა სამუშაოს თავი წარმატებით გაართვეს, ახლა კი, სამგორის რაიონის გამგეობამ, მაკეტის საფუძველზე, სკვერის მოწყობის პროექტირება დაასრულა.

მაკეტის მომზადებიდან, რეალური სკვერის პროექტამდე გრძელი გზა იყო, რაზეც პედაგოგი ლალი სურმავა და მისი მოსწავლეები etaloni.ge-ს ესაუბრნენ. როგორც მათემატიკის მასწავლებელი ამბობს, ტენდერი, დაახლოებით, 1 თვეში დასრულდება, შემდეგ კი სამუშაოები დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ლალი სურმავა ყურადღებას კომპლექსური დავალებების მნიშვნელობასა და როლზე ამახვილებს.

„მოსწავლეებს შემოქმედებით პროცესში ჩართულობა მოსწონთ. ისინი შესაძლებლობებს ასე უკეთ შეიცნობენ და დამატებით უნარებს იმუშავებენ. გეომეტრიული ფიგურების შესწავლის პროცესში, ბავშვებს მიეცათ კომპლექსური დავალება, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებს გამოეყოთ პირობითი მიწის ნაკვეთი, რომელზეც პარკი უნდა გაეშენებინათ, ამისთვის კი გეომეტრიული ფიგურების გამოყენება იყო საჭირო. მათ უნდა წარმოეჩინათ რომელი ფიგურა გამოიყენეს, რას შეუსაბამეს, რა იყო თითოეული მათგანის ფართობი და ა.შ.“,- ამბობს ლალი სურმავა.

მისი თქმით, მოსწავლეებმა ნამუშევარი ონლაინ რესურსების საშუალებითაც წარადგინეს. წარმატებული კომპლექსური დავალება ლალი სურმავამ მათემატიკის ეროვნულ კონფერენციაზე გაიტანა და დიდი მოწონება დაიმსახურა. კონფერენციას ექსპერტი თამარ ახვლედიანი ესწრებოდა, სწორედ მისი და განათლების რეფორმების მხარდამჭერთა გუნდის ხელშეწყობით, სკვერის მოწყობაზე მუშაობა შესაძლებელი გახდა.

„ჩვენი იდეა საქმედ იქცა. ვთქვი კიდეც, რომ ვისურვებდი, ასეთი პარკი ჩვენთანაც ყოფილიყო, ჩვენი განათლების რეფორმის გულშემატკივრების მხარდაჭერით, ფაქტია, ჩვენი სურვილი რეალობად იქცა. ძალიან დიდი მადლობა სამგორის გამგებელ კახა სამხარაძეს იმისთვის, რომ გვერდში გვიდგას“,- აღნიშნავს ლალი სურმავა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ წარმატების შემდეგ, მოსწავლეთა მოტივაცია გაიზარდა. ამაზე თავად მეცხრეკლასელები საუბრობენ.

„ამხელა გამოხმაურებას არ ველოდი, თუმცა როდესაც მასწავლებელმა დავალება კონფერენციაზე გაიტანა, დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც ჩვენთვის სტიმული იყო. ჩვენი მუშაობა დაფასდა და ნამუშევარი თაროზე არ შემოდეს. მერე გავიგეთ, რომ ეს პარკი გაკეთდებოდა, ჩვენთვის ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, სკვერს ყოველთვის მოვუვლით“,- ამბობს მე-9 კლასის მოსწავლე საბა აბდალაძე.

წარმატებული პროექტით მიღებულ შთაბეჭდილებებზე კიდევ ერთი მოსწავლე ლაშა ყიფშიძე საუბრობს.

„თავიდან არ გვჯეროდა, მაგრამ როდესაც გამგეობაში მიგვიწვიეს და გვაჩვენეს, სად უნდა გაკეთებულიყო სკვერი, გახარებულები ვიყავით, რადგან ასეთ რამე ჯერ მგონი არ მომხდარა. სკვერის პროექტში ერთი ცვლილება შევიტანეთ, სკეიტპარკი გვქონდა ჩასმული, მაგრამ ახლოს კიდეც ერთი პარკი კეთდება, ამიტომაც ჩვენ ის ბავშვთა გასართობი ადგილით ჩავანაცვლეთ“,- აღნიშნავს ლაშა ყიფშიძე.

პროექტის მიხედვით, სკვერი მესამე მასივში, X კვარტალი, კორპუსი 23-ის მიმდებარედ, 3200 კვ.მეტრის ფართობზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ბილიკები, განათების სისტემა და ტერიტორია სრულად გამწვანდება.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

 Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“დაჯილდოება მიმდინარეობს

საგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებითი უფლებები განესაზღვრათ - ცვლილებები კანონში

ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის - სემესტრული ჩათვლა და განმავითარებელი შეფასება

მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა დაასაჩუქრა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება