TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პენსიონერ პედაგოგებს მიეცით ღირსეული პენსია, მე-10-12 კლასებში დაინიშნოს გამოცდები, უმაღლესებში გაიზარდოს ბარიერები - 14 ინიციატივა მინისტრისთვის
21-04-2023
-
+


დღეს, 21 აპრილს, განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, პედაგოგებს შეხვდება და მოისმენს, თუ რა საჭიროებები აქვთ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, რატომ სურთ წამყვანობისა და მენტორობისთვის საჭირო პორტფოლიოს გაუქმება, საბაზო ხელფასის მატება და ა.შ. პარალელურად, სხვადასხვა ჯგუფში ვრცელდება სასკოლო საზოგადოების მოთხოვნები, რომლებსაც მინისტრის ყურამდე მიტანას სთხოვენ მათ, ვინც 21 აპრილის შეხვედრაზე იქნება. გთავაზობთ იმ საკითხებს, რომელთა გაჟღერებაც ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორს, ბადრი დავითაძეს სურს მინისტრთან:

„მსჯელობის საკითხია, რამდენად სამართლიანია სტატუსის ამაღლების გზა, რომელსაც პედაგოგები გადიან“ - მინისტრი მასწავლებლებს 21 აპრილს შეხვდება

კოლეგებო, ვინც გეგმავთ მინისტრთან შეხვედრას, იქნებ ჩვენი მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ და მიიტანოთ სამინისტრომდე...

პედაგოგები მინისტრისგან სტატუსის მინიჭებას ელიან - სამინისტროს განმარტება, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე მასწავლებლებისთვის

1. გადაიხედოს სკოლის ადმინისტაციისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასები (განსაკუთრებით ტექ პერსონალისა)

2. პენსიონერ პედაგოგებს მიეცით ღირსეული პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით.

3. მასწავლებელთა ტრენინგები დაიგეგმოს საჭიროებისამებრ, სკოლის მოთხოვნით.

4. მე-10 კლასში დაინიშნოს მისაღები გამოცდები, რომელსაც ჩაატარებს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

5. პირველკლასელების მიღება მოხდეს 31 დეკემბრამდე დაბადებულების, ოღონდ სკოლის მიერ დაკომპლექტებული კომისიის გადაწყვეტილებით.

6. კლასი გაიყოს 25-ზე ზემოთ ყოველგვარი დათქმის გარეშე; (არ იყოს დათქმა სკოლას თუ აქვს ფინანსები).

7. მე-12 კლასელთათვის აღდგეს გამოსაშვები გამოცდები (ე.წ. KAT-ის გამოცდები).

8. გადაიხედოს მე-3 თაობას ესგ, რამდენად გავალთ მიზანზე კომპლექსური დავალებებით.

9. სახელმწიფო ენის სწავლებისას, ლიტერატურისა და ენის სწავლება გაიყოს.

10. უმაღლეს სასწავლებლებში გაიზარდოს საგამოცდო ბარიერები.

11. ესგ რევიზირებისას და სახელმძღვანელოების შექმნისას გათვალისწინებული იქნას საქართველოში არსებული განათლების დონე.

12. შევქმნათ „ეროვნული“ ესგ და ნუ მოვახდენთ მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან კოპირებას.

13. პედაგოგები ოპტიმისტურად არიან განწყობილი ახალი მინისტრის მიმართ, მის მიერ შერჩეული ახალი კადრების მიმართ და ვიმედოვნებთ მოგვისმენენ და შედეგებიც ეტაპობრივად დადგება.

14. შეხვედრები გაიმართოს რეგიონებშიც.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის - როგორ უნდა მართოთ მასწავლებელთა შეფასების კომისიები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„იაკობობაში“ მონაწილეობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება