სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლიდანვე ჩემი მოწოდება მასწავლებლობა იყო“ - სალიბაურის N2 სკოლის პედაგოგი ნათელა სურმანიძე
30-03-2023
-
+


მოსწავლეები დირექტორებსა და პედაგოგებს ხშირად მხოლოდ ისეთებად აღიქვამენ, როგორადაც სკოლაში ხედავენ. თუმცა, როგორც ყველას, მათაც აქვთ ის განსაკუთრებული თვისებები, რომლებიც თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება. საინტერესოა, სინამდვილეში როგორები არიან მოსწავლეებისთვის სამაგალითო ადამიანები, როგორი იყო მათთვის სკოლის პირველი დღე და რაზე ოცნებობენ?

„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - არის etaloni.ge-ს ახალი წამოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნოთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება.

ხანდახან, ჩვენ, უფროსებს, გვავიწყდება, როგორები ვიყავით წლების წინ. არადა, მომავალ თაობებთან ურთიერთობისას, თუნდაც მათი პატარ-პატარა ოინების შემყურეებს, სწორედ ეს უნდა გვახსოვდეს. ბავშვებმა, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ სკოლის დირექტორები და პედაგოგები, რომლებიც დღეს განათლების უანგარო სამსახურში, რიგით ჯარისკაცებად დგანან, ოდესღაც თავად იყვნენ ბავშვები და სხვათა შორის, სოციალური ქსელების არარსებობის „ხანაში“ მეგობრობის დღიურებიც ჰქონდათ.

დღეს, etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნათელა სურმანიძემ შეავსო.

- გაიხსენეთ სკოლის პირველი დღე როგორც მოსწავლემ და როგორც დირექტორმა/პედაგოგმა?

- ემოციის ფონზე.

- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი:

- ლეო ქიაჩელი.

- თქვენი საყვარელი წიგნი:

- „ჰაკი აძბა“, დეტექტივები.

- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?

- მათემატიკის,  გაკვეთილს ყოველთვის მეკითხებოდა და უფრო მეგობრული იყო.

- რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?

- სკოლიდანვე ჩემი მოწოდება მასწავლებლობა იყო, რადგან ბავშვები ძალიან მიყვარს.

- თქვენი საყვარელი საგანი:

- მათემატიკა.

- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?

- გულწრფელობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა.

- სად იმოგზაურებდით და რატომ?

- ევროპაში, ვნახავდი სიახლეებს, რაც საინტერესო და მისაღები იქნება.

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- შრომისმოყვარე, ტოლერანტი, კომუნიკაბელური.

- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ?

- შობა-ახალი წელი. ოჯახებში და გარეთ საზეიმო განწყობა და სიხარულია.

- ნატვრის თვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით?

- პირველ რიგში მშვიდობა მთელს მსოფლიოში; მქონდეს ქველმოქმედების საშუალება.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- ვკითხულობ, ვუსმენ ტელეგადაცემებს,  ვთამაშობ ბავშვებთან.

- რაზე ოცნებობთ?

- ჩემი აღზრდილები წარმატებული ადამიანები იყვნენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება