სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც უსმენენ, არ კიცხავენ წარუმატებლობის გამო“,-  დვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგი ნათელა ღლონტი
16-10-2026
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგ ნათელა ღლონტისთვის წარმატებული სასწავლო წლის საფუძველი მოწესრიგებული გარემო და მოსწავლეებისთვის სასწავლო მიზნებისა და სწავლების ფორმების გაცნობაა. გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ფიქრობს რამდენად არის გათვალისწინებული მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები.

მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლადბ სხვადასხვა მიდგომასა და თანამედროვე მეთოდებს მიმართავს და ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს სწავლა სიხარულად უქციოს. 

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი გვიზიარებს. 

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მოსწავლეებს შევთავაზოთ მოწესრიგებული გარემო, გავაცნოთ რას ვასწავლით და რისთვის, შეფასების რომელ მეთოდს გამოვიყენებთ 

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- რამდენად არის გათვალისწინებული მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- ყველა მოსწავლე ჩართულია საგაკვეთილო პროცესში ინტერაქტიულად, როცა მასწავლებელი მხოლოდ გზის მაჩვენებელია და მოსწავლეებზეა აქცენტი გადატანილი.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- გაკვეთილს უნდა ჰქონდეს მიზანი ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე და იდეალურია, როცა ყველა მოსწავლე ამ მიზნის მისაღწევად მოტივირებულია.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ..

- სხვადასხვა მიდგომას, განსაკუთრებით უყვართ ელექტრონული რესურსების გამოყენება, პრეზენტაციების მომზადება, უყვართ, როცა თვითონ არიან ჩართული აქტივობებში, თვითონ ქმნიან რესურსებს და ა. შ. ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მშობლების ჩართულობას, რაც მშობლებსაც მოსწონთ.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- მას უსმენენ, როცა შეცდომებზე სწავლობენ არ კიცხავენ შეცდომისა და წარუმატებლობის გამო.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- როცა მოსწავლისათვის სწავლა ნამდვილი შემოქმედებითი აქტივობაა, როცა შინაგანი მოტივაცია  ცოდნის დასაუფლებლად მაღალია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ ენების ევროპულ დღეს

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

„ჩოლურის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით და სიხარულით ულოცავს ქალბატონ ინგა ონიანს ამ წარმატებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება