სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პოეზია ჩემი ჰობია“- etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა, გულნარა  ვერძაძემ შეავსო
29-03-2023
-
+


მოსწავლეები დირექტორებსა და პედაგოგებს ხშირად მხოლოდ ისეთებად აღიქვამენ, როგორადაც სკოლაში ხედავენ. თუმცა, როგორც ყველას, მათაც აქვთ ის განსაკუთრებული თვისებები, რომლებიც თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება. საინტერესოა, სინამდვილეში როგორები არიან მოსწავლეებისთვის სამაგალითო ადამიანები, როგორი იყო მათთვის სკოლის პირველი დღე და რაზე ოცნებობენ?

„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - არის etaloni.ge-ს ახალი წამოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნობთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება.

ხანდახან, ჩვენ, უფროსებს, გვავიწყდება, როგორები ვიყავით წლების წინ. არადა, მომავალ თაობებთან ურთიერთობისას, თუნდაც მათი პატარ-პატარა ოინების შემყურეებს, სწორედ ეს უნდა გვახსოვდეს. ბავშვებმა, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ სკოლის დირექტორები და პედაგოგები, რომლებიც დღეს განათლების უანგარო სამსახურში, რიგით ჯარისკაცებად დგანან, ოდესღაც თავად იყვნენ ბავშვები და სხვათა შორის, სოციალური ქსელების არარსებობის „ხანაში“ მეგობრობის დღიურებიც ჰქონდათ.

დღეს, etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ ხელვაჩაურის მუნიციპაიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის უფროსმა მასწავლებელმა - გულნარა  ვერძაძემ შეავსო.


- გაიხსენეთ სკოლის პირველი დღე როგორც მოსწავლემ და როგორც პედაგოგმა?

- ამაღელვებელი და ემოციური დღე იყო ორივე შემთხვევაში. მასწავლებლის პირველი დღე განსხვავდებოდა იმით, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მოსწავლეებზე ზრუნვის განცდა დაემატა ჩემს განწყობას.

- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი:

- პოეზია ჩემი ჰობია, გამოვარჩევდი ჟუჟუნა ხაჯიშვილის პოეზიას.

 მწერალი: ილია ჭავჭავაძე.

- თქვენი საყვარელი წიგნი:

- ეკატერინე ჭავჭავაძე.

- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?

- მიყვარდა სკოლის პიონერთხელმძღვანელი, გოგონებს ჭრა-კერვას გვასწავლიდა, პარალელურად  გვესაუბრებოდა, (ასე ვთქვათ  დიდაქტიკის გაკვეთილებს გვიტარებდა).

- რა გინდოდათ გამოსულიყავით და რატომ?

- მინდოდა მასწავლებელი გამოვსულიყავი.

- თქვენი საყვარელი საგანი:

- ფიზიკა.

- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?

- მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სწავლას, შეიძინონ ცოდნა  და ყოფილიყვნენ ადამიანური ღირებულებების მატარებელნი.

- სად იმოგზაურებდით და რატომ?

- ყველგან, სადაც შეიძლება ადამიანმა ღირშესანიშნავი ადგილები მოინახულოს.

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი, მიზანდასახული, კომუნიკაბელური.

- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ?

- ვცდილობ, ყველა დღესასწაული განსაკუთრებულად გავიხალისო.

- ნატვრის თვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით?

- უპირველესად დაკარგულ ძმას დავიბრუნებდი.... დროში ვიმოგზაურებდი და პრინცესას როლს მოვირგებდი....

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- ფილმს ვუყურებ.

- რაზე ოცნებობთ?

- მინდა, ისეთი ქვეყანა გახდეს ჩემი საქართველო, რომლის ყველა მცხოვრები ბედნიერი იქნება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - განაცხადების მიღება 3 აგვისტოდან იწყება 

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება