| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარია. განსაკუთრებით კი ახარებს, როდესაც მრავალწლიანი შრომის ნაყოფს იმკის - მოსწავლეები დამოუკიდებელ ცხოვრებას საფუძვლიანი განათლებით იწყებენ.
დირექტორი ყველა სტუდენტს მიმართავს და ნათელ მომავალს უსურვებს, დიდი სამსარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს კი კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ყოველთვის მათ დიდ გულშემატკივრად რჩება.
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე იყოს. სკოლაში მიღებული ცოდნა და ღირებულებები გახდეს თქვენი ცხოვრების ძლიერი საფუძველი. იყავით მამაცნი, იოცნებეთ უსაზღვროდ, მიჰყევით მიზნებს და შეინარჩუნეთ სკოლის სახელი უმაღლეს დონეზე“,- ასეთია სკოლის ხელმძღვანელის გულთბილი მიმართვა ახალგაზრდებისადმი.
სკოლის კურსდამთავრებულთა აღზრდა-განათლებაში კი ლომის წილი მიუძღვის მე-12 კლასელთა დამრიგებელს, წოვინარ აკობიანს. მან ყველაფერი გააკეთა, რომ მოსწავლეებისთვის მიეცა საფუძვლიანი განათლება, დღეს კი ხარობს რომ ღირსეული თაობა აღზარდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე