სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც საკუთარ პროგრესს ხედავს, მისი წარმატება აღიარებულია“ - დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის პედაგოგი მარინე ირიციანი
15-10-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის პედაგოგ მარინე ირიციანისთვის სასწავლო წელი მიზნების განსაზღვრით, პოზიტიური გარემოს შექმნითა და მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებით იწყება.

გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში მოსწავლეთა საჭიროებებს ითვალისწინებს და ინტერესის გასაღვივებლად კი სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს მიმართავს და ყველაფერს აკეთებს, რომ ბავშვებს სწავლა სიხარულად უქციოს. 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი მარინე ირიციანი  გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას თუ როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მიზნების განსაზღვრა, პოზიტიური გარემოს შექმნა და მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- მოსწავლეთა საჭიროებებსა და სასწავლო მიზნებზე.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში და აღწევს დასახულ შედეგს.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება ...

- მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებით და საინტერესო აქტივობით.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- პრაქტიკულ მაგალითებს, თამაშებს, დისკუსიებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- საკუთარ პროგრესს ხედავს და მისი წარმატება აღიარებულია.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- პროცესი არის საინტერესო, შემოქმედებითი და მოსწავლეზე ორიენტირებული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება