სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დამიბრუნეთ საქართველო!“- პოეზიის დილა კალის საჯარო სკოლაში
28-03-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მართლაც რომ გამორჩეული ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, კლუბმა - „მე მიყვარს ქართული ენა და ლიტერატურა“ აფხაზეთიდან დევნილი პოეტის - მადონა კალანდიას ლექსების მიხედვით, ღონისძიება - „დამიბრუნეთ საქართველო!“, მოამზადა. 

აქტივობა მეათეკლასელმა სალომე ხარძიანმა თემატური ლექსის წაკითხვით დაიწყო და დაასრულა. კლუბის ყველა წევრმა აფხაზეთისადმი მიძღვნილი ლექსი წაიკითხა. როგორც პედაგოგი ქეთევან ჩემია ამბობს, ყველა მათგანი მთელი გულით ემზადებოდა იმ ღონისძიებისთვის, რომლითაც უნდა ეთქვათ, რომ „აფხაზეთი საქართველოა“.

ღონისძიებას რაულ გულბანი - სკოლის დირექტორი, ალექს ბლიაძე - მასწავლებელი და ყველაზე მთავარი „დამსწრე“ ადგილობრივი გაბრიელ გულბანი - სამწლინახევრის პატარა ესწრებოდნენ. ამ უკანასკნელმა ისე წაიკითხა საკმაოდ ვრცელი ლექსები, ყველა გააოცა.

გამართული აქტივობის შესახებ ინფორმაციას პედაგოგი ქეთევან ჩემია გვაწვდის. 

„ჩემს მოსწავლეებს უყვართ აფხაზეთი, პოეზია, სიცოცხლე... ყოველ კვირას პოეზიის საღამოებს სიამოვნებით ისე მართავენ, ცდილობენ ფურცლებში არ ჩაიხედონ... როგორ არ დავაფასო, როგორ არ მიყვარდეს...
ჰოდა, მიყვარხართ!

„აფხაზეთი ძირძველი ქართული მიწაა, რომელიც ომით წაართვეს საქართველოს.1993 წლიდან აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და 30 წელია მართავს დე ფაქტო ხელისუფლება.

აფხაზეთიდან ქართველების იძულებით გამოდევნის შემდეგ იქ დარჩენილია მოსახლეობა. ქალაქ სოხუმს, რომელსაც ადრე „აყვას“ ანუ „წყალს“ უწოდებდნენ, დღეს „სუხუმ“ გახდა, მოსახლეობა საკუთარ თავს - აფსუებს, ხოლო აფხაზეთს აფსუას ეძახიან.

აფხაზეთი ქართული, უფრო სწორად მეგრული სიტყვაა და „კუთხის მხარეს“ ნიშნავს. იქ მცხოვრებლებს აფხაზებს უწოდებდნენ ადგილმდებარეობის გამო ისევე, როგორც სამეგრელოს მცხოვრებლებს - მეგრელებს.

30 წელია აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობა დევნილია აფხაზეთიდან. ჩვენი ღონისძიებით კიდევ ერთხელ გვინდა დავადასტუროთ: აფხაზეთი საქართველოა!

კლუბმა - „მე მიყვარს ქართული ენა და ლიტერატურა“ - მადონა კალანდიას - აფხაზეთიდან დევნილი პოეტის ლექსების მიხედვით, მოამზადა „დილა“ სათაურით: „დამიბრუნეთ საქართველო!“ დილას დაიწყებს და დაამთავრებს ჩვენი სკოლის მეათეკლასელი სალომე ხარძიანი ლექსით „დამიბრუნეთ საქართველო“. „გისმენთ! მადლობთ!“- ამ სიტყვებით დაამთავრა შესავალი სიტყვა მარიამ მარგველანმა. წამყვანმა და კლუბის -  „მე მიყვარს ქართული ენა და ლიტერატურა“ ყველა წევრმა წაიკითხა აფხაზეთისადმი მიძღვნილი ლექსი. ყველა მათგანი მთელი გულით ემზადებოდა ღონისძიებისთვის, რომლითაც უნდა ეთქვათ, რომ „აფხაზეთი საქართველოა“...

მადლობა ქალბატონო მადონა, ჯანმრთელობას და აფხაზეთში, თქვენს ბაბუშარაში მალე დაბრუნებას გისურვებთ. ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გვიყვარს აფხაზეთი!
„დილას“ რაულ გულბანი - სკოლის დირექტორი, ალექს ბლიაძე - მასწავლებელი ესწრებოდნენ. მაგრამ ყველაზე მთავარი „დამსწრე“ იყო ადგილობრივი გაბრიელ გულბანი - სამწლინახევრის პატარა, რომელმაც ისე წაიკითხა საკმაოდ ვრცელი ლექსები, ყველა არა მარტო გვასიამოვნა, საჯაროდ გამოსვლის მოზომილი გამბედაობით, გაგვაოცა კიდეც... ყველა ჩვენთაგანმა წარმატებები ვუსურვეთ.
მომავალი პოეზიის „დილა“, იქნებ „საღამოც“ - მასწავლებლის მონაწილეობით ჩატარდება. მზადება დაწყებულია“,- წერს მასწავლებელი ქეთვან ჩემია. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება