სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დღეს სხვანაირი მზის ამინდია“-იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია
28-03-2023
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლაში მე-94 კლასის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - „დღეს სხვანაირი მზის ამინდია“, წარადგინეს. მათ გაიხსენეს ქართველი მწერლების ნაწარმოებები - გაზაფხულზე, სიცოცხლეზე, ქალზე, დედაზე და ზოგადად, სიყვარულზე. ღონისძიებას ახლადშექმნილი ბენდიც ალამაზებდა.

აქტივობამ უდიდესი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. სკოლაში დახმარებისთვის მადლობას გია ხურციძესა და „მზის თეატრს“; ასევე მე-10 კლასის მოსწავლეებს - მარიამ ავალიანს და ანა მელქაძეს, მე-93 კლაისის მოსწავლეს ოთარ ლაღაძეს და მე-111 კლასის მოსწავლეს გიორგი გურაბანიძეს უხდიან. 

მე-94 კლასის ხელმძღვანელი მარინე რუსაძეა.

„ვფიქრობთ, რომ ეს ერთგვარი საწყისი წერტილი გახდება იმ დიდი ტრადიციის აღორძინებისა, რომელსაც წლების მანძილზე ქმნიდა ბატონი ნიკოლოზ ედგარიძე.
საინტერესოა, რომ ღონისძიება დაემთხვა ბედნიერების საერთაშორისო დღეს. ბედნიერებას და მრავალ ლამაზ გაზაფხულს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება