| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

22 მარტს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრსა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის - აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ფიფიამ და სპმთპ-ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ცირა გულუამ მოაწერეს.
1. მემორანდუმის საგანი:
წინამდებარე დოკუმენტის საგანია ამ დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნებისათვის მხარეებს შორის ურთიერთგაგების, კეთილსინდისიერებისა და პატივისცემის პრინციპეპზე დაფუძვნებული თანამრომლობა.
2. მემორანდუის მიზანი:
მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, რესურსების (მათ შორის ინტელექტუალური) გაზიარების და მოსწავლე- ახალგაზრდობის პიროვნული ზრდის ხელშეწყობის მიზნით.
ასევე, მოსწავლე-ახალგზრდების გონებრივი და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა, რათა შეიძინონ თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები.
3. მემორანდუმის ამოცანებია:
ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, შემეცნებითი, აღმზრდელობითი და სხვა სახის აქტივობების, კონკურსების, ვიქტორინების, საღამოების შეხვედრების ორგანიზება, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
თანამშრომლობის მიზნების მისაღწევად კულტურისა და განათლების სფეროში განხორციელებული აქტივობების პოპულარიზაციის პროცესების ხელშეწყობა;
ახალგაზრდული პოლიტიკისა და სხვა მიმართულებით პროგრამების შემუშავება და ადგილობრივი ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებების /პროექტების განხორციელება; ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას სხვადასხვა სკოლებსა და უნივერსიტეტებთან /და მათ სტრქტურულ ერთეულებთან ფონდებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
4. მხარეთა უფლება-მოვალეობანი:
მხარეებს უფლება აქვთ ერთობლივი ღონისძიების ჩატარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის გამოიყენონ მეორე მხარის კუთვნილი რესურსები კონკრეტული ღონისძიბისა თუ პროექტის მიზნების რეალიზებისათვის.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ცნობილია, რომელი საგნის გამოცდაზე გადის ყველაზე მეტი მასწავლებელი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა მოაწყვეს იმიტირებული მუზეუმი
ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას