სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სხვა სიახლეები

სამინისტრო პროფესიული სტანდარტის დანერგვაზე მუშაობს - საკითხს მარეგულირებელი საბჭო განიხილავს
24-03-2023
-
+


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ განისაზღვრება ექთნის და ბებიაქალის სტატუსი. რეგულაციების პაკეტი კი გულისხმობს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის შექმნას, ამასთან, შესაბამისი ტესტირებისა და საგამოცდო პროგრამების გაწერას.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ექთანი/ ბებიაქალი ჯანდაცვის შესახებ კანონში მოხსენიებულია სამედიცინო პროფესიათა ჩამონათვალში, თუმცა, რეგულაციები გაწერილი არ არის, რაც ართულებს პროფესიული სტანდარტების დაწესებას, ასევე, ექთნის და ბებიაქალის როლის მკაფიოდ განსაზღვრას.

„მომზადდა რეგულაციების პაკეტი, რაც გვეხმარება, რომ საექთნო და საბებიო საქმე რეგულირებად პროფესიებად განისაზღვროს. ასევე, მომზადდეს დარგობრივი მახასიათებლები პროფესიული განათლების სწავლების მიმართულებით.

საექთნო საქმეში, საუნივერსიტეტო პროგრამები არსებობს, ასევე არიან ექთნები, რომლებიც უფრო ადრეულ ეტაპზე შემოვიდნენ სისტემაში და მათ ადრეული კოლეჯები აქვთ დამთავრებული. მნიშვნელოვანია მოხდეს მათი რეგისტრაცია და პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება.

მთელი ეს დახმარება, ითვალისწინებს საექთნო და საბებიო განათლების სისტემის დახვეწას, კომპეტენციების განსაზღვრას და ამ კომპეტენციების შესაბამისად უწყვეტი განათლების პროგრამების მომზადებას, ამასთან, მოიცავს პროფესიული განვითარების პროგრამების შექმნას.

ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ექთნების და ბებიაქალების სექტორში დასაქმება მოხდეს საჭიროების და მათი უნარ-ჩვევების შესაბამისად. ჩვენი ორივე პარტნიორი ამ მიმართულებით იმუშავებს.

სამინისტროში უკვე ჩამოყალიბდა საექთნო და საბებიო საქმის მარეგულირებელი საბჭო, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს. 25 მარტს არის დაგეგმილი საბჭოს პირველი შეხვედრა, სადაც განხილული იქნება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, ასევე, მარეგულირებელი ინიციატივების პირველი წინადადებები, იმისთვის, რომ მოხდეს მათი დაცვა და საკანონმდებლო პროცესების წამოწყება. აღნიშნულით მოხდება ექთნის და ბებიაქალის სტატუსის განსაზღვრა, რასაც მოჰყვება კანონქვემდებარე აქტების და პროცესების გააქტიურება ჩვენი პარტნიორების დახმარებით“, - აღნიშნა ipn-სთან თამარ გაბუნიამ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება