| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში მომუშავე სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ტარდება რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის.
რეგიონებში დასაქმებულმა სპეციალურმა მასწავლებლებმა სასწავლო ტურში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიარონ რეგისტრაცია 2023 წლის 13 აპრილამდე.
რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე:
2023 წლის 28 მაისიდან - 3 ივნისის ჩათვლით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს 30 სპეციალური განათლების მასწავლებელს რეგიონებიდან. მასწავლებლები განაწილდებიან თბილისის 9 სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ კოორდინატორი/ხელმძღვანელი. თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე 3-4 სპეციალურ მასწავლებელთან.
უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონს, ან იმ რაიონსა და სკოლას, სადაც ნაკლებ ხელმისაწვდომია სასწავლო რესურსები (ინოვაციური სასწავლო სტრატეგიები, პროფესიული განვითარების ტრენინგები, კურსები; დარგის ექსპერტების კონსულტაცია და ა.შ.).
აუცილებელი პირობაა, რომ სპეციალურ მასწავლებელს ჰქონდეს მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან და არ უნდა იყოს წინა წლების რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე.
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მონაწილეების სასტუმროში განთავსებას, სამჯერად კვებას და ტრანსპორტირებას სასტუმროდან სკოლებში და პირიქით.
ცენტრი არ უზრუნველყოფს მონაწილეთა ტრანსპორტირებას მათი საცხოვრებელი ადგილიდან თბილისში და უკან.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ,,ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის კოორდინატორებს:
სოფიკო ცირგაია-stsirgaia@tpdc.ge
თინიკო ორველაშვილი-torvelashvili@tpdc.ge
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია
ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ